» » » სახის კანის მოვლის მარტივი და ეფექტური რეცეპტები კოსმეტიკური სამზარეულოდან...

სახის კანის მოვლის მარტივი და ეფექტური რეცეპტები კოსმეტიკური სამზარეულოდან...

სახე ქალის სავიზიტო ბარათია, თუ გსურთ, ყოველთვის სასურველად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია, მოუაროთ მას. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელსაც თავადვე მოამზადებთ:



  • გაწურეთ ერთი მოზრდილი ლიმონი. დარჩენილი ქერქი კი ჩადეთ ნახევარლიტრიან ქილაში, დაუმატეთ ორი სადილის კოვზი გამხმარი გვირილა, დაუმატეთ ორი სადილის კოვზი გამხმარი გვირილა, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ. ერთი საათის შემდეგ სუფთად გადაწურეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ქაფურის სპირტი, ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. ამ ლოსიონით სახე გაიწმინდეთ დილას და საღამოს. შენახვა შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში.

  • ერთი სადილის კოვზი სტაფილოსა და ამდენივე კიტრის წვენს შეურიეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. დაიდეთ სახეზე სქელ ფენად. გაიჩერეთ, სანამ კარგად არ გახმება, მერე კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

  • ვაშლის ნაჭერით 5-10 წუთის განმავლობაში სახეზე გაიკეთეთ მასაჟი ფრთხილად, ისე რომ კანს არ დააწვეთ.

  • გახეხეთ ბანანი და კივი. დაუმატეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი. აურიეთ მასში ერთი სადილის კოვზი რძის ფხვნილი და ამდენივე კარტოფილის ფქვილი. მოამზადეთ სქელი ფაფა. დაიდეთ სახეზე სქელ ფენად, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.