კლასიკური შესრულებით, შარვალი ნატურალური ქსოვილებისგან იკერება, ისინი მოსახერხებელი, პრაქტიკულია, არ გიშლით ხელს მოძრაობაში, რბილი ქსოვილის წყალობით კი სხეულისთვის სასიამოვნოა და არ გიღიზიანებთ კანს.
Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რასთან უნდა ატაროთ შარვალი ჩინოსი - must have-ნივთი გარდერობში 50+ ქალბატონებისთვის. დამიჯერეთ, ასეთი შარვლის ჩაცმის შემდეგ იგი აუცილებლად შეგიყვარდებათ!
ქალის მოდური შარვალი
- თეთრი ჩინოსი და მსუბუქი, საზაფხულო მაისური პასტელურ ტონებში იდეალური ლუქია ზაფხულისთვის. პირველ რიგში, თეთრი ფერი დაგეხმარებათ ფიგურის ნაკლების დაფარვაში, მეორეც - მსუბუქი ნატურალური ქსოვილის ღია შარვალში ზაფხულის ცხელ დღეს თავს გრილად იგრძნობთ. თუ ჩაიცმევთ პიჯაკს და გაიკეთებთ შესაფერის აქსესუარებს, თქვენ მიიღებთ თავშეკავებულ და მსუბუქ საქმიან გარეგნობას, რომელსაც მიმზიდველობას პატარა შარფი დაუმატებს.
- ყავისფერი ლაკონური ჩინოსი უხდება ოქროს - ოქროსფერ შარვალს, ჩანთას, ძვირფას სამკაულებს. იმისათვის, რომ მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ თავი, ჩაიცვით აკურატული თეთრი ბლუზა და უბრალო კარდიგანი.
- მოდური ჩინოსები, მონოქრომული ჟაკეტი, არამკვეთრი სამკაულები და ელეგანტური ბასანოჩკები - არაბანალური კლასიკური სტილი მზადაა!
- სელის ჩინოსი და მსუბუქი ზედა ტონში შექმნის უბრალო და, ამავდროულად, შეუდარებელ ყოველდღიურ სტილს. თუ მცირე ხალისის შეტანა გსურთ ყოველდღიურობაში, ისევ გირჩევთ მცირე ზომის შარფს კისერზე.
- უბრალობა და ლაკონურობა - 50+ ქალბატონთა საუიკეთესო მეგობარია. თეთრი ჯინსები, გრძელი პერანგი და ღია ფერის კედები თავს კომფორტულად, თავისუფლად და ახალგაზრდად გაგრძნობინებთ. თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცვამთ - მიიღებთ ოდნავ საქმიან და რომანტიკულ სტილს. ასეთი ტანსაცმელი მოუხდება ნესბიმიერ შეხვედრას.
- ასეთი მარტივი და თავშეკავებული გარეგნობა თეთრი ჩინოსით კარგად წარმოგაჩენთ ლამაზ აქსესუარებთან ერთად. შესანიშნავი ჩაცმულობა საზაფხულო გასეირნებისთვის.
- ეს მკაცრი და ქალური ჩაცმულობაა 50+ ქალბატონთათვის. თეთრი ჩინოსი, ბლუზა ღია მხრებით, მოდური ბასანოჩკები და უხეში ყელსაბამი - გარშემომყოფთა გაოცება გარანტირებული გაქვთ!
- კიდევ ერთი მაგალითი ხალისიანი ჩაცმულობისა ყოველდღიურ შარვალთან ერთად. მკვეთრი ფერი ან უხეში ორნამენტები მოსაწყენ ჩაცმულობას გამოწვევას დაუმატებს, სწორად შერჩეული აქსესუარები კი მოდის დედოფლად გაქცევთ.
- მილიტარის ტიპის ჩაცმულობა ჩინოსთან ერთად ამ ზაფხულის მოდური ტრენდია.
- რას იტყვით ნაცრისფერ შარვალსა და თეთრ პერანგზე? მომგებიანი ყოველდღიური ჩაცმულობა ნებისმიერი ასაკის ქალბატონს უხდება.
- მკვეთრი ან ვარდისფერი პასტელური შარვალი მსუბუქ ქსოვილებთან და ზუსტად შერჩეულ აქსესუარებთან ერთად შექმნის კომფორტულ მსუბუქ იერს სამსახურის, სტუმრად წასვლისა და სეირნობისთვის.
- ლურჯი ყველაზე მოდური ფერია 2018 წლის ცხელი ზაფხულისთვის. ლურჯის ნებისმიერი ელფერის მქონე ჩინოსი თითქმის ყველა ნივთს ეხამება ქალბატონის გარდერობში, იდეალურად მიდის როგორც კედებზე, ისე კლასიკურ ფეხსაცმელზე. მთვარია, შარვალი იყოს ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი.
- კიდევ ერთი მშვენიერი იდეა თეთრი შარვლისთვის! მკვეთრი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება აქსესუარების დახმარებით მონოქრომული ჩაცმულობის რაღაც არაჩვეულებრივად ქცევა.