» » » ხაჭოს მოხარშული კვერები საუცხოო გემოთი

ხაჭოს მოხარშული კვერები საუცხოო გემოთი

ხაჭო ორგანიზმს კალციუმით ამარაგებს. კალციუმი მნიშვნელოვანია კუნთის ფუნქციონირებისთვის. ხოლო ფოსფორთან კომბინაციის წყალობით, ეს გემრიელი საკვები ძვლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალის ფუნქციას ითავსებს. სასურველია მიირთვათ უცხიმო ხაჭო ან ის ვარიანტი, რომელიც დაბალი პროცენტით შეიცავს ცხიმს. ხაჭოსგან დამზადებული ნებისმიერი კერძი კი მართლაც საუცხოო გემოთი გამოირჩევა. დღეს მოვამზადებთ ხაჭოს უგემრიელეს კვერებს.

მასალად დაგჭირდებათ:
  • ხაჭო - 300 გრამი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • პურის ფქვილი - 400 გრამი
  • მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
  • არაჟანი - 3/4 ჩაის ჭიქა
  • კარაქი - 50 გრამი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:

ერთ ჩაის ჭიქა მაწონში, 1 კვერცხსა და 1/2 ჩაის ჭიქა თბილ წყალში მოვზილოთ ცომი. ცომი გავათხელოთ მაგიდაზე და გავყოთ ორ ნაწილად: ერთ ნაწილზე დავდოთ მარილითა და 1 კვერცხით შეზავებული ერთი კოვზი დასრესილი ხაჭო, ზედ დავაფაროთ მეორე თხელი ცომი, ამობურცულ ადგილებზე დავაჭიროთ ჩაის თხელი ჭიქა, მივიღებთ მრგვალ კვერებს. ხელით შემოვუკეცოთ გვერდები და ჩავყაროთ მდუღარეში 5-10 ცალი ერთბაშად. როცა კვერები ზევით ამოტივტივდება, ამოვიღოთ ქაფქირით, დავაწყოთ თეფშზე, ჯერ კიდევ ცხელს დავადოთ კარაქის პატარა ნაჭრები და მოვასხათ არაჟანი. ეს კვერები სუფრაზე ცხლად უნდა მივიტანოთ. სურვილისამებრ, შეიძლება შაქარიც მოეყაროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.