» » » როგორ ვკვებოთ რაქიტით დაავადებული ბავშვი

როგორ ვკვებოთ რაქიტით დაავადებული ბავშვი

ბავშვის დაბადების დღიდან მისი რაციონალური კვება ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა რაქიტით დაავადების წინააღმდეგ. რაქიტით დაავადებას იწვევს ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა, არაჰიგიენური პირობები და D ვიტამინის სიმცირე. აგრეთვე, როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად შემცირებული ულუფის მიწოდება ან, პირიქით, განუზომლად ზედმეტი ჭამა. რაქიტით დაავადებული ბავშვისათვის აუცილებელია:

როგორ ვკვებოთ რაქიტით დაავადებული ბავშვი
  1. 4-5,5 თვის ასაკიდან მივცეთ დამატებითი საკვები, რომლის რაციონში უნდა ჭარბობდეს ხილ-კენკრა, ბოსტნეულის წვენები და ამ წვენებისაგან დამზადებული მჟავე ფაფები.
    თუ რაქიტით დაავადებულია ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი, მისი კვების რაციონში უნდა შევამციროთ ძროხის რძის რაოდენობა და დავუმატოთ რძის ნარევებს ნახშირწყლები (შვრიის ნახარში, შაქარი, ხილ-კენკრის წვენები და სხვ.).
    საერთოდ, რაქიტით დაავადების გამოვლინებისთანავე ბავშვს სამი თვის ასაკიდან უნდა მიეცეს ხილ-კენკრისა და ბოსტნეულის წვენი, ფაფა და ბოსტნეულის ბულიონი.



  2. ფაფეული, კვერცხის გული, ლიმონი (5-5,5 თვისას).

  3. ხორცისა და ძვლების ბულიონები, მოხარშული ხორცი, განსაკუთრებით ღვიძლი და ტვინი (7-8 თვისას ).

  4. ბავშვს უნდა მიეცეს დღეში 3 ჩაის კოვზი თევზის ქონი, რომელიც წარმოადგენს D ვიტამინის წყაროს, და აგრეთვე კალც-ფოსფორის პრეპარატები.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.