» » » ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა

ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა

ორგანიზმს პერიოდულად სჭირდება განტვირთვა და გასუფთავება, რაც დადებითად ისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. არის მომენტები, როცა მიხვდებით, რომ თქვენი ორგანიზმისთვის საჭიროა გაწმენდა. მარტივი და ეფექტური საშუალებაა ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები.
ახალმომზადებული წვენები მაშინვე უნდა დალიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წვენი შედის რეაქციაში ჰაერთან, მზის სხივებთან და კარგავს თვისებებს. ასეთი წვენი ნაკლებეფექტურია.



ხილის წვენები კარგად ასუფთავებენ ორგანიზმს. ამ მიზნით მწიფე ხილი უნდა გამოიყენოთ. ბოსტნეულის წვენი ასევე ასუფთავებს ორგანიზმს, გარდა ამისა, მასში შემავალი მინერალური მარილების, ვიტამინების, ამინომჟავების გამო ოგანიზმის აღმდგენის თვისებაც გააჩნია.
ხილისა და ბოსტნეულის წვენის გამოყენება, ასევე მათი ნარევის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
წვენის მიღების შემდეგ შესაძლებელია კუჭის აშლილობა, არასასიამოვნო გრძნობა კუჭის არეში. ყველაფერი ეს ბუნებრივია და იმაზე მიუთითებს, რომ გამწმენდი პროცესი მიმდინარეობს.

ბავშვებში ექსუდაციური დიათეზის განკურნება შეიძლება კომბოსტოს წვენით. კომბოსტოს წვენი მომზადებისთანავე დალიეთ მცირე პორციებით, მაგრამ ხშირად. უმჯობესია საათში ერთხელ მისცეთ 1 ჩ/კ ან 1 ს/კ (ბავშვის ასაკიდან გამომდინარე).
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.