» » » გაუმასპინძლდით სტუმრებს სახლში დამზადებული ლუდით

გაუმასპინძლდით სტუმრებს სახლში დამზადებული ლუდით

საქართველოს მთაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ბოლო დრომდე შემორჩა ლუდის დამზადების ტრადიცია. ეს განსაკუთრებით ითქმის თუშეთის შესახებ, სადაც ზაფხულის დღესასწაულებზე ასულ მოსახლეობას ვალადა აქვს მორიგეობით გასწიოს შულტობა ე.ი. დაამზადოს ლუდი და მასპინძლობა გაუწიოს სტუმრებს. ასეთმა წესმა განაპირობა ის, რომ დღესასწაულმა შემოინახა ლუდი, ხოლო ლუდმა განამტკიცა დღესასწაულის სარიტუალო პრაქტიკა.

სახელდახელოდ მომზადებული ლუდი ასეთია:

ინგრედიენტები:
  • ალაო - 3 ჩაის ჭიქა
  • სვია -1/2 ჩაის ჭიქა
  • ბადაგი - 2 ჩაის ჭიქა
  • ხმელი საფუარი -1/4 ჩაის ჭიქა
  • ქერის ფქვილი - 1 ჩაის ჭიქა
  • ცხელი წყალი - 12 ჩაის ჭიქა

დამზადების წესი:

3 ჩაის ჭიქა ალაო და ნახევარი ჩაის ჭიქა სვია ერთად ავლესოთ, თან ჩავალესოთ ხმელი საფუარი და ერთი ჩაის ჭიქა ქერის ფქვილი. დიდხანს ვსრისოთ კოვზით. ყველაფერი ეს ჩავყაროთ კონუსივით ამოკერილ მიტკლის პარკში. პარკი პატარა კასრის თავზე ჩამოვკიდოთ ისე, რომ წვეტიანი ნაწილი კასრისკენ იყოს მიქცეული. ჩაიდნიდან ნელ-ნელა დავასხათ 12 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ლუდი კასრში უნდა გავაცივოთ. ნელთბილი რომ გახდება, ჩავალესოთ 2 ჩაის ჭიქა მუქი ფერის ყურძნის ან ხილის ბადაგი, ჩავასხათ ბოთლებში, დავუცოთ თავი და ხმარებამდე შევინახოთ ცივად. უნდა ინახებოდეს დამწიფებამდე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.