როგორც აღმოჩნდა, არსებობს ჯემები, რომელთა საშუალებითაც იმუნური სისტემის სრულად გაძლიერება შეგიძლიათ. ყველაზე სასარგებლო ჯემის სახეობებია შტოს, ქაცვის და ცირცელის ჯემი. ხილმა რომ ყველა სასარგებლო ვიტამინი შეინარჩუნოს, მისი სწორად მომზადება უნდა იცოდეთ. "რჩევების" რედაქცია ამ სასარგებლო ინფორმაციას სიხარულით გიზიარებთ.
სამი ყველაზე სასარგებლო ჯემის სახეობა
შტოს ჯემი - ნამდვილი ვიტამინების ბომბი გულის და სუსტი კუჭის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ ხილის ჯემის მიღება სუსტი იმუნიტეტის, ინფექციური დაავადებების, შარდ-სასქესო გზების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლილების დარღვევის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის და ნაწლავის დარღვევის დროს არის რეკომენდებული.
თქვენ დაგჭირდებათ
- 1 კგ შტო
- 1,5 - 2 კგ შაქარი
- ლიმონის ცედრა გემოვნებით
- ვანილი გემოვნებით
- დარიჩინი გემოვნებით
- 2-2.5 ჭიქა წყალი
მომზადება
1. ქვაბში წყალი აადუღეთ, მასში გარეცხილი ხილი 3-5 წუთით ჩადეთ. ხილი წყლიდან ამოიღეთ, ქვაბში შაქარი დაამატეთ და ბოლომდე გახსნამდე კარგად აურიეთ.
2. მიღებულ სიროფში შტო ჩააწყვეთ, ცედრა, ვანილი და დარიჩინი გემოვნებით დაუმატეთ. ადუღეთ სანამ მასა არ გასქელდება. მუდმივად აურიეთ და ქაფი მოხადეთ.
ცირცელის ჯემი - ნამდვილი იმუნომოდულატორი, რომელიც თქვენ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებების მიმართ უფრო მდგრადს ხდის. ეს ტკბილეული ცნობილია ქოლესტერინის დონის შემცირების და კუჭ-ნაწლავის დაავადებების განკურნების უნარით, ჯანმრთელობის გაძლიერებას და მეტეორიზმს ხელს უწყობს. ცირცელის ჯემი ქალის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია, რადგან მასში შემავალი ნივთიერება საშოს სოკოს განვითარებს ხელს უშლის.
თქვენ დაგჭირდებათ
- 1 კგ ცირცელი
- 1.5 კგ შაქარი
- 3 ჭიქა წყალი
მომზადება
1. ჯემის მომზადებამდე 24 საათით ადრე ხილს წყალი დაასხით. წყალი 3-ჯერ გამოუცვალეთ და ხილი გააშრეთ.
2. წყალი აადუღეთ, შაქარი დაუმატეთ, ბოლომდე გახსნამდე კარგად აურიეთ. მიღებულ შაქრის სიროფში კოვზის დახმარებით ცირცელი ჩაამატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ.
3. ხილი სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. სიროფი გაზზე დადგით და დაბალ ცეცხლზე 20 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცირცელი კვლავ დაუმატეთ და კიდევ 25 წუთით ადუღეთ.
ქაცვის ჯემს მონელების სისტემის მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვების ელასტიურობის გასაზრდელად ღებულობენ. ასევე ათეროსკლეროზთან, ავიტამინოზთან და პირის ღრუს დაავადებებთან ბრძოლისთვის ძალიან ეფექტურ საშუალებად ითვლება. ამ ხილის ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნების საუკეთესო მეთოდია - შაქართან ერთად მისი მომზადება. ამ სტატიაში ყველა ეტაპს ნახავთ, თუ როგორ შეინახოთ ჯემი ზამთრისთვის.
ჯემის მომზადება რთული საქმეა, ამიტომ უმჯობესია სხვადასხვა ჯემები ცოტ-ცოტა მოამზადოთ. ეს სასარგებლო სტატია შეინახეთ და მეგობრებს გაუზიარეთ!