ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ხილი, რომელსაც ელოდებიან გარგარია - ტკბილი ყვითელი ფერის ნაყოფი დელიკატური არომატით, რომელიც რბილი გემოთი და ხავერდოვანი კანით არის გაჯერებული. დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ კურკის გარეშე გარგარის ჯემის რეცეპტის შესახებ, რომელიც ნებისმიერმა დიასახლისმა აუცილებლად უნდა ჩაიწეროს.
გარგარის ჯემი
გარგარის ჯემი მასში შემავალი ვიტამინების, მიკროელემენტების და უჯრედისების რაოდენობით ყოველგვარ აღფრთოვანებას იმსახურებს. ჯემი განსაკუთრებით ზამთარში არის სასარგებლო, როცა ორგანიზმი ამა თუ იმ ნივთიერების ნაკლებობის გამო დასუსტებულია.
მასში არსებული კალიუმი და მაგნიუმი თირკმლების და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გრიპისა და ავიტამინოზისგან დაგიცავთ, მონელების სისტემის მუშაობას ნორმაში მოიყვანს.
მომზადება
1. გარგარი გარეცხეთ და კურკებისგან გაწმინდეთ.
2. ხილი ქვაბში მოათავსეთ.
3. ცოტა წყალი დაასხით, რომ ჯემი არ ჩაიწვას.
4. შაქარი პროპორციით 1:1 დაუმატეთ. მაგ., 2 კგ გარგარს 2 კგ შაქარი დასჭირდება.
5. ქვაბი ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გაზი გამორთეთ და გააგრილეთ.
6. მომდევნო დღეს კვლავ ცეცხლზე დადგით, ადუღების შემდეგ კვლავ გაზი გამორთეთ. გააგრილეთ და მომდევნო დღემდე დატოვეთ.
7. პროცედურა რამდენიმეჯერ გაიმეორეთ, სანამ ჯემი ნახევრად გამჭირვალე სითხედ არ გადაიქცევა. სურვილის შემთხვევაში ჯემს შეგიძლიათ ცოტა ვანილი დაუმატოთ.
8. ცხელი ჯემი ქილებში გადაანაწილეთ, გააგრილეთ და შეგიძლიათ ზამთრისთვის შეინახოთ.
ახლა თქვენი ოჯახი ვიტამინების ნაკლებობით არ დაიტანჯება. გარგარის ჯემში ხომ იმდენი ვიტამინია, რამდენიც ახალ გარგარის ნაყოფში. მთავარია - ჯემი ზამთრამდე შეინახოთ, რადგან ის ისეთი გემრიელია რომ მისი თბილად ჭამის სურვილი გაგიჩნდებათ.
როგორც ხედავთ, გარგარის ჯემის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა. თქვენ უკვე დაიწყეთ ზამთრისთვის ჯემების მომზმადება? ქმრები გეხმარებიან?