- რამდენიმე თიხის კეცი კარგად გავახუროთ, გადოვიღოთ, ერთ-ერთ გახურებულ კეცზე დავდოთ ცომი, გავაბრტყელოთ და ზემოდან დავადოთ მეორე, უფრო მაგრად გახურებული კეცი, შემდეგ ეს გადახურებული კეცი გადავაბრუნოთ, დავდოთ ფსკერით მჭადზე და იმაზედაც დავდოთ ცომი, შემდეგ დავაფაროთ მესამე და ასე ბოლომდე. უკანასკნელ კეცზე კი დავაფაროთ კეცსახური და დავაყაროთ ნაკვერცხლები.
- მეორე ვარიანტი. გახურებულ კეცზე დავდოთ ცომი. გავაბრტყელოთ და მივაყუდოთ ცეცხლთან ახლოს. შემდეგ ცოტა უკან გამოვწიოთ და ისე გამოვაცხოთ.
- მესამე ვარიანტი. გახურებულ კეცზე დავაფინოთ კაკლის ფოთლები, დავაკრათ ცომი, ზემოდანაც დავაფაროთ რამდენიმე ფენა ფოთლები, და ასე ბოლომდე რამდენიმე ფენად დავდოთ მჭადი, ბოლოს კეცსახურზე დავაყაროთ ნაკვერცხლები. მჭადი მზად იქნება 40-50 წუთის შემდეგ.
მჭადზე დასაფარებლად იხმარება კაკლის, მუხის, წაბლის, ვაზის ფოთლები.
თორნის მჭადი
ცოტა მაგრად მოზელილი სიმინდის ფქვილის ცომი დავყოთ პატარა ნაჭრებად, გავაბრტყელოთ და ჩავაკრათ გახურებულ თორნეში. თორნეს დავახუროთ ტომარა, შემდეგ მოვხადოთ იგი და მოვხსნათ გამომცხვარი მჭადები. ასეთი მჭადები ძალიან გემრიელია.
მჭადების გამოსაცხობად თორნე უფრო ცხელი უნდა იყოს, ვიდრე პურებისთვის.