» » » სატაცური ორცხობილით და სატაცური საწებლით, ყველაზე ხარისხიანი და სასარგებლო კერძი

სატაცური ორცხობილით და სატაცური საწებლით, ყველაზე ხარისხიანი და სასარგებლო კერძი

ბოსტნეულმა თავისი კვებითი თვისებებით, დამუშავების სიადვილით და მაღალი ათვისებადობით ფართო გავრცელება მოიპოვა კულინარიაში. ამიტომ ყოველმა დიასახლისმა რაც შეიძლება უხვად და სხვადასხვა სახით უნდა გამოიყენოთ იგი კერძების ვიტამინებით გამდიდრებისა და სუფრის მრავალფეროვნებისათვის.
დღეს სატაცურის 2 შესანიშნავ კერძზე შევჩერდებით.

სატაცური ორცხობილათი

სატაცური საუკეთესო ხარისხის ბოსტნეულია. მისი ზედა ნაწილი თავთავებს მოგვაგონებს, ქვედა მხარე კი მაგარია. დარჩევის დროს მას უნდა მოვაშოროთ ქვედა უხეში ნაწილი.
დარჩეულ სატაცურს გადავავლოთ ცივი წყალი და ისევ შევკრათ კონებად, ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში დამოვხარშოთ. მოხარშული კონები მოვათავსოთ საცერზე, რათა წყალი დაიწუროს. სითბოს შესანარჩუნებლად ზემოდან დავაფაროთ ოთხად მოკეცილი ტილო, დავაწყოთ თეფშზე, მაშინვე მოვასხათ ერბოში მოშუშული დანაყილი ორცხობილა და მივიტანოთ სუფრაზე.

სატაცური საწებლით

მასალად საჭიროა:
  • სატაცური - 3 კონა
  • ნიგოზი - 1/2 ჩაის ჭიქა
  • მდოგვი - 1/4 ჩაის კოვზი
  • საჭმელი ზეთი - 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი და მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:

ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ სატაცური. მოვამზადოთ საწებელი შემდეგნაირად: დავნაყოთ ნიორი და ნიგოზი, დავუმატოთ ცოტა მდოგვი, დაახლოებით 1/4 ჩაის კოვზი, ერთი სუფრის კოვზი ზეთი და 2 სუფრის კოვზი ძმარი; ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავასხათ 2 სუფრის კოვზი ნადუღი წყალი. ეს საწებელი მოვასხათ მოხარშულ სატაცურს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.