» » » სატაცური თირკმლებისა და გულის დაავადებების სამკურნალო უნიკალური საშუალებაა

სატაცური თირკმლებისა და გულის დაავადებების სამკურნალო უნიკალური საშუალებაა

სატაცური საკმაოდ ძველი და საინტერესო ბოსტნეულია, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.
სატაცურს მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია. მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, დაბალკალორიულია, შეიცავს В1, В2, В9, С, Е, А, РР ვიტამინებს, მაკრო და მიკროელემენტებს – თუთიას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ცილებსა და ნახშირწყლებს. განსაკუთრებით მდიდარია ასპარაგინით, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერების — ამიაკის — გამოდევნას.



სატაცურს იყენებენ თირკმელების და გულის დაავადებების დროს.
სატაცურს იყენებენ ნაყენის სახით: 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესურას და ფესვს, ახალგაზრდა ყლორტებს და ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ჭურჭელს დააფარეთ, შეფუთეთ და დადგით 2 საათით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ ორ საათში ერთხელ.

სატაცური გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში ბალახის ნახარშს იყენებენ გულის ტკივილის, თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.
თირკმელების დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი ნაკრები:
1 წილი მჟაუნას ფესვი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი, 2 წილი ასკილის ნაყოფი, 2 წილი მრავალძარღვას ფოთოლი, 3 წილი სატაცურის ფესვი, 3 წილი მარწყვის ფოთოლი, 5 წილი შვიტას ბალახი.
მასიური შეშუპების დროს დაამატეთ 1/2 წილი ოხრახუში. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 -3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ჭურჭელს დააფარეთ, შეფუთეთ და დადგით 30 წთ-ით. მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე 10 წთ-ით ადრე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.