» » » სატაცურის წვენი ეფექტური ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა.

სატაცურის წვენი ეფექტური ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა.

სატაცური ჯერ კიდევ უძველეს დროში საბერძნეთში დელიკატესად ითვლებოდა. ეს მცენარე ბევრ ვიტამინსა და მინერალურ მარილებს შეიცავს. დაბალკალორიულია და მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, C, P და B ჯგუფის ვიტამინებით, A პროვიტამინით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და თუთიით. მის ყლორტებში ბევრი სასარგებლო აზოტოვანი ნივთიერებაა, ხოლო ნივთიერება ასპარაგენი ამ მცენარეს სამკურნალო თვისებას ანიჭებს. მასში არსებული ფენოლის ნაერთები სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს განაპირობებს.

  • სატაცურის წვენი ეფექტური ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა. ის ასევე საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, სასიცოცხლო ტონუსსა და პოტენციას ამაღლებს. სატაცური ნატურალური წყაროა ფოლიუმის მჟავის, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე.

  • სატაცურის წვენი ძალიან ეფექტურია როგორც შარდმდენი საშუალება, განსაკუთრებით სტაფილოს წვენთან ერთად, რადგან თუ ცალკე დალევთ, იწვევს მწვავე რეაქციას თირკმელებზე. მიუხედავად ამისა, შესაბამისი დოზირებით, ძლიერ ეფექტური საშუალებაა თირკმელებისა და დაავადებული ჯირკვლების აღდგენისათვის. სხვა წვენებთან ნარევში, სატაცურის წვენი, გამოიყენება სისხლნაკლებობისა და დიაბეტის სამკურნალოდ.

  • სატაცურის წვენი ხელს უწყობს მჟაუნის მჟავების კრისტალების დაშლას, ამიტომ ის სასარგებლოა რევმატიზმის, ნევრიტისა და სხვა დაავადებების დროს. ერთ-ერთი ვერსიით, რევმატიზმის წარმოშობის მიზეზად მიჩნეულია საჭმლის მონელების პროდუქტები, რომლებიც მიიღება ხორცისა და მისი ნაწარმის ხშირი გამოყენებისას და იწვევს დიდი რაოდენობით შარდოვანასა და მისი ნაერთების დაგროვებას. ცხოველური საკვების ხშირი გამოყენება იწვევს თირკმელებისა და სხვა გამომყოფი ორგანოების გადატვირთვას, შედეგად კი სულ მცირე რაოდენობით გამოიყოფა შარდმჟავა ორგანიზმიდან და შესაბამისად მისი უმეტესი ნაწილი შეიწოვება კუნთების მიერ. სწორედ ამის შედეგია რევმატიზმი.
    იგივე მიზეზი შეიძლება დასახელდეს წინამდებარე ჯირკვლის დაავადების დროსაც. ასეთ შემთხვევაში სატაცურის, სტაფილოსა და კიტრის ნარევი 1:3:2 შეფარდებით შესანიშნავი საშუალებაა.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.