» » » 5 სასმელი, რომლებიც ჰორმონების ნორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

5 სასმელი, რომლებიც ჰორმონების ნორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

იცით თუ არა რომ ქალების ჯანმრთელობა და სილამაზე ყველაზე მეტად კვებაზე არის დამოკიდებული? ყველაფერი, რაც ორგანიზმში ხვდება, ყველა ქსოვილსა და ორგანოზე უდიდეს გავლენას ახდენს. ჯერ კიდევ ბევრი ასეული წილის წინ ბრძენი ჰიჰოკრატე ირწმუნებოდა: "მე ვარ ის, რასაც ვჭამ". და დღევანდელობამდე ამ იდეას ექიმები პოპულარიზაციას უწევენ!

თუ საკვებზე ასე თუ ისე ყველაფერი გასაგებია, მაშინ როგორ დავარეგულიროთ განწყობა სასმელის მეშვეობით? როგორც აღმოჩნდა, მათი დახმარებით ჰორმონალური ფონის გაუმჯობესება შეიძლება განსაკუთრებით ქალებში. თქვენ არა მხოლოდ საერთო ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოახდენთ გავლენას, არამედ მოხდენილ სხეულს, ჯანმრთელ და ხავერდოვან კანს, მოცულობით თმებს მიიღებთ. 

სწორედ ამიტომ სასარგებლო სასმელებს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიაქციოთ და რაციონში აუცილებლად ჩართოთ. 

"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ გაიცნოთ 5 სასმელი, რომლებიც თქვენს ორგანიზმში სასწაულს მოახდენს. ქალებისთვის მათი ყოველდღე დალევა არის რეკომენდებული.

სასარგებლო სასმელები

1. თბილი წყალი ლიმონით

ეს სასმელი - ქალებისთვის ზაფხულის პერიოდში ნამდვილი აღმოჩენაა. ის ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, იმუნიტეტს, კანის მდგომარეობას და მონელების პროცესს გააუმჯობესებს. ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი დანაყრების ჰორმონზე - ლეპტინზე გავლენას ახდენს. თუ მისი ბალანსი დარღვეულია, ორგანიზმი ცხიმის დაგროვებას იწყებს. 



მისი მომზადება საკმაოდ მარტივია: ჭიქა ცხელ წყალში ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ, სასმელს ოდნავ გაგრილების საშუალება მიეცით და დალიეთ. უმჯობესია თუ ამ შესანიშნავ ნატურალურ სამკურნალო სასმელს დილით უზმოზე დალევთ. 




2. ჟოლოს ფოთლების ჩაი

ეს სასმელი ქალის რეპროდუქციულ სისტემის მუშაობას არეგულირებს. ჟოლოს ფოთლები საშვილოსნოს კუნთებს აძლიერებს, რის წყალობითაც მენსტრუაცია, ორსულობა და მენოპაუზა უფრო მსუბუქ ფორმებშია. 
ეს ჩაი წარმოუდგენელ მხნეობას მოგანიჭებთ და შეუძლია ყავაც ჩაანაცვლოს. 



რეცეპტი ძალიან მარტივია: 1 ს/კ ჟოლოს ფოთლებს (შეიძლება მშრალი) 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით გააჩერეთ. ჰორმონალური ფონი რომ წესრიგში იყოს, უმჯობესია თუ ჩაის დღეში 3-ჯერ დალევთ, დილით და დღის განმავლობაში. ძილის წინ არ დალიოთ, რადგან ალბათობა დიდია რომ დაძინებას ვეღარ მოახერხებთ!




3. რძე კურკუმასთან ერთად

ეს აიურვერდების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეცეპტია. მას ასევე "ოქროს რძეს" უწოდებენ. სასმელი ყველა ჰორმონს აბალანსებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს, მონელების პროცესს აუმჯობესებს, გრიპს კურნავს. 



200 მლ მდუღარე წყალში 1/2 ს/კ კურკუმა დაამატეთ. ასევე გემოვნებით თაფლის დამატებაც შეგიძლიათ. ეს სასმელი უმჯობესია ღამით დალიოთ. 




4. გვირილას ჩაი

გვირილას ჩაით უძველესი დროიდან კუჭის და ნაწლავების დაავადებას, წყლულოვანს კურნავდნენ, სპაზმებს ხსნიდნენ. მოქმედებს როგორც ანტი მიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, გვირილა ორგანიზმზე გამწმენდ მოქმედებას ასრულებს. 



მდუღარე სასმელი ოფლდენას ზრდის, ოფლთან ერთად კი ტოქსინები გამოდის, ნაწლავების მუშაობა ნორმაში მოდის. თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს - მისმა დამამშვიდებელმა თვისებებმა შეიძლება კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. 




5. პიტნის ჩაი

ამ შესანიშნავ სასმელს მონელების პროცესი ნორმაში მოჰყავს და დაღლილობას ხსნის. ასევე პიტნა ქალებს უძილობას, თავის ტკივილს უხსნის და გაღიზიანობის მოშორებაში ეხმარება.  



ძლიერ ჯანმრთელობას და კარგ განწყობას გისურვებთ! სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.