» » » როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი

როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი

მუცლის ცხიმის ვისცერალურსაც უწოდებენ. ცხიმის ეს სახეობა მუცლის გარშემო გროვდება. მათთან ბრძოლა ძალიან ძნელია, ამიტომ სხვადასხვა დიეტების გამოცდის შემდეგ ბევრი მკურნალობის იდეაზე უარს აცხადებს. თუ თქვენ ამ პრობლემით იტანჯებით და ერთ მშვენიერ დღეს ქირურგიული მეთოდით მოშორების იმედზე ხართ, იმედი უნდა გაგიცრუოთ: ქირურგებს ასეთი პროცედურის ჩატარება ჯერ არ უსწავლიათ. 



როგორ მოვიქცეთ? ნაბიჯი № 1 - სწორ კვებაზე გადადით. თქვენს რაციონს გადახედეთ და მცენარეული საკვების მოხმარება გაზარდეთ. იდეალური იქნება თუ თქვენი რაციონში 70 %-ით ხილისა და ბოსტნეულისგან იქნება. ნაბიჯი № 2 - განსაკუთრებული სასმელის დალევა, რომელიც მუცლის ცხიმს სწრაფად და ეფექტურად ებრძვის. საბედნიეროდ, "რჩევების" რედაქციამ იცის, თუ ასეთი სასმელი როგორ მოამზადოთ. 

ცხიმისმწველი სასმელი



სასწაული სასმელის მოსამზადებლად ბევრი პროდუქტი არ დაგჭირდებათ. 

ინგრედიენტები

  • 1 ახალი კიტრი

  • 1 კონა ნიახური

  • 3 ნაჭერი ანანასი

  • 1 ჭიქა ოხრახუშის ფოთლები


მას შემდეგ, რაც ყველა ინგრედიენტს კარგად გაწმენდთ, დააბლენდერეთ. თავისი შემადგენლობით სმუზს ჰგავს. ვიტამინები რომ არ დაკარგოთ რბილობთან ერთად დალიეთ. ბევრი ცხიმის მწველი სასმელისგან განსხვავებით, ეს ვარიანტი არა მარტო ეფექტური, არამედ გემრიელიც არის. 

სასმელი ყოველ დილით უზმოზე დალიეთ. რამდენიმე პორციის მომზადება და მაცივარში შენახვა არ ღირს: ასეთი სასმელი ნაკლებად სასარგებლო იქნება. კურსის ხანგრძლივობა 1 კვირაა. ამის შემდეგ 1-2 თვე შესვენება გააკეთეთ. 

რატომ არის აუცილებელი მუცლის ცხიმის მოშორება


საქმე იმაში არაა, რომ ჩვენ ფიგურას აზიანებს, არამედ ის საშიშია. ასეთი ცხიმგროვა შინაგან ორგანოებს იცავს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმის ცხიმოვანი უჯრედების 10-15%-ს არ აჭარბებს. 

როცა ვისცერალური ცხიმი გროვდება, მას სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია. 
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა;

  • გაფართოებული ვარიკოზული ვენები;

  • მიოკარდული ინფარქტი; 

  • ონკოლოგიური დაავადება;

  • დარღვეული ნივთიერებათა ცვლა; 


თუ მომავალში რომელიმე დაავადებასთან შეჯახება არ გსურთ, პროფილაქტიკა დღესვე დაიწყეთ. 

რაციონს გადახედეთ


მთავარი რჩევა - ბევრი და ღამე არ ჭამოთ. ასევე განტვირთვის დღეების მოწყობა არ დაგავიწყდეთ. შემდეგი პროდუქტები კი რაციონიდან საერთოდ ამოიღეთ: ცხიმოვანი ხორცი, პურ-ცომეული, შემწვარი კარტოფილი, კარაქი, ჩიფსი, არაჟანი, მაიონეზი, სოსისი, შოკოლადი, კანფეტი და ტორტი. 

პროდუქტების რიგი არსებობს, რომელთა ხშირად მიღება პირიქით სასურველია: მათში შედის იხვის, ინდაურის, საქონლის ხორცი და ხაჭო. უფრო ბევრი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. 

ამ სასმელის წყალობით გაახალგაზრდავებას ნებისმიერ ასაკში შეძლებთ. ინსტრუქციას მიჰყევით და გარეგნულად და შინაგანად შეიცვალეთ. ასეთი ვარიანტი თქვენს მეგობრებსაც ურჩიეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.