ეს განსაკუთრებული ბაქტერიაა, რომელიც ორგანიზმში ყველაზე ხშირად საკვებიდან ან სწორედ დაუბანელი ხელებიდან ხვდება. თუ ვერ შევძლებთ პრობლემის დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის შესაბამისი კურსის დროულად ჩატარებას, შეიძლება განვითარდეს წყლულოვანი დაავადებები და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კუჭის კიბოც კი.
მუცლის შებერილობა
როგორ დავადგინოთ დროულად, რომ ჩვენს ორგანიზმში ეს მზაკვრული ბაქტერია ბინადრობს? სამწუხაროდ, პილორით დაინფიცირება გამოიხატება ისეთ სიმპტომებში, რომლებიც საკმაოდ რთულად შესამჩნევია პაციენტებისთვის: მუცლის შებერილობა, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი, დისკომფორტის შეგრძნება კუჭში და ა.შ. ადამიანების უმრავლესობა ჩამოთვლილ სიმპტომებს ნორმად, ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, რაც საკმაოდ დიდი და გავრცელებული შეცდომაა.
მოცემულ სპირალისებურ ბაქტერიას აქვს უარყოფითი გავლენა არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, არამედ განწყობაზეც კი. როდესაც პაციენტები ბაქტერია პილორით ინფიცირდებიან, ტვინში მცირდება სეროტონინის დონე, რასაც დეპრესიამდე და ნერვოზულობამდე მივყავართ. მუცლის შებერილობა ზრდასრულ პაციენტებში - გაცილებით სერიოზული და ყურადსაღები პრობლემა, ვიდრე ჩვენ აქამდე წარმოგვედგინა.
საბედნიეროდ, დაავადებები, რომელთაც პილორი პროვოცირებს, განკურნებადია. ხშირად მის წინააღმდეგ საბრძოლველად ანტიბიოტიკებისა და კუჭის წვენის სეკრეციის შემამცირებელი პრეპარატების კომბინაცია გამოიყენება.
რეჟიმში ყოფნა, სწორი კვება და დამატებით A, C და E ვიტამინების მიღება - ძალზედ მნიშვნელოვანი ზომები, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ გსურთ, დაიცვათ კუჭი ზედმეტი დატვირთვისგან. გარდა ამისა, პილორის გასანადგურებლად რეკომენდებულია სპეციალური პრობიოტიკების მიღება, რომლებიც შეიცავს ლაქტო და ბიფიდობაქტერიებს. რაც მთავარია, თქვენ არასდროს უნდა დაივიწყოთ ჰიგიენის შესახებ: ყოველთვის, როდესაც ქუჩიდან შინ დაბრუნდებით ან მაგიდას საჭმელად მიუჯდებით, გულდასმით დაიბანეთ ხელები.
ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ ეფექტური, ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ძალიან სასარგებლო სასმელი, რომელიც მარტივად უმკლავდება მუცლის შებერილობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
სასმელი მუცლის შებერილობის წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- 1 ლიმონი;
- 1 კიტრი;
- 1 ს.კ. ალოეს წვენი;
- 1 ძნა ქინძი ან ოხრახუში;
- ნახევარი ჩ.ჭ. (100 მლ) წყალი.
ინსტრუქცია:
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში ბლენდერის ან სამზარეულოს კომბაინის გამოყენებით. მზა სასმელი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე, უნდა მიიღოთ ყოველდღიურად უზმოზე. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 1 ულუფაზე. არ არის რეკომენდებული წინასწარ მისი დამზადება დიდი რაოდენობით, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ინგრედიენტები კარგავს სასარგებლო თვისებებს. შეეცადეთ, ყოველდღიურად მიიღოთ ახლადმომზადებული სასმელი.
მოცემული საშუალება წარმოუდგენლად სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი სტიმულირებს მეტაბოლიზმსა და ცხიმის წვის პროცესს, რის ხარჯზეც ეს სასმელი ხელს გვიწყობს წონის დაკლებაშიც კი.
აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ სასმელის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!