არსებობს მრავალი სახის ცხელი და ცივი საწებლები. მოვიყვანთ ზოგიერთი სახის საწებლის მომზადების წესს.
მწავანე ხახვის საწებელი არაჟნით
ინგრედიენტები:
- მწვანე ხახვი - 200 გრამი
- ერბო - 50 გრამი
- ტომატი - 1 ჩაის ჭიქა
- პურის ფქვილი - 1 ჩაის კოვზი
- არაჟანი -1 ჩაის ჭიქა
- მარილი - გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
კარგად დარჩეული მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ერბოში, ისე რომ არ შეწითლდეს. დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, 1 ჩაის ჭიქა ტომატი, ავურიოთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი და წამოვადუღოთ. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა არაჟანი, თან სწაფად ვურიოთ. ტომატის ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო.
ტომატიანი საწებელი ძალიან კარგია შემწვარ კერძებთან, ხოლო ღვინით გაკეთებული მოხარშულ კერძებთანაც იხმარება.