თუ ისინი ბავშვისთვის საინტერესო ფორმით იქნება მიწოდებული, მაშინ ის ყველა ვარჯიშს სიამოვნებით შეასრულებს. თუ ვარჯიშებს დავარქმევთ საინტერესო სახელებს, ეს გამოიწვევს ბავშვებში ინტერესს.
ვარჯიში "გორაობა" - ბავშვი აგორავებს წინ და უკან ბურთს, ცომის გასაბრტყელებელს ან ბურთს.
ვარჯიში "ყაჩაღი" - ბავშვი ზის იატაკზე მოხრილი ფეხებით. ტერფები მჭიდროდ აქვს მიბჯენილი იატაკზე და არ აშორებს ვარჯიშის დამთავრებამდე. თითების მოძრაობით ბავშვი ცდილობს პირსახოცის (ან სალფეთქი) ფეხის ქვეშ მოქცევას, რომელზეც დევს რაიმე ტვირთი (მაგალითად ქვა). ვარჯიში ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ფეხით კეთდება.
ვარჯიში "მღებავი" - ბავშვი იატაკზე ზის გასწორებული ფეხებით (მუხლი სწორად), დიდი თითით უსმევს მეორე ფეხის დიდი თითიდან მუხლამდე. "მოსმა" მეორდება 3-4-ჯერ, ვარჯიში ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ფეხით.
ვარჯიში "შემგროვებელი" - ბავშვი ზის იატაკზე მუხლებში მოხრილი ფეხებით. ერთი ფეხის თითებით აგროვებს პატარა ნივთებს (სათამაშოები, სარეცხის სამაგრები, ნაძვის გირჩები და სხვა) და აწყობს ერთ ადგილას.
მეორე ფეხით იგივეს იმეორებს. შემდეგ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას აწყობს ხელების დაუხმარებლად. ნივთები არ უნდა გაუვარდეს გადატანისას.
ვარჯიში "მხატვარი" - ბავშვი ზის იატაკზე მუხლებში მოხრილი ფეხებით, ფანქრით, რომელიც ფეხის თითებით უჭირავს უნდა შეეცადოს, ფურცელზე სხვადასხვა ფიგურების დახატვას, მეორე ფეხით კი ფურცელს იჭერს. ვარჯიში ჯერ ერთი ფეხით, შემდეგ მეორეთი უნდა შეასრულოს.
ვარჯიში "აბრეშუმის ჭია"- ბავშვი ზის მოხრილი ფეხებით, თითების მოხრით ქუსლები წინ უნდა მიწიოს ( თითები მოხარეთ ქუსლის მიმართულებით ), შემდეგ თითებს ისევ გაშლის და მოძრაობა მეორდება ( აბრეშუმის ჭიის მოძრაობის იმიტაცია) ქუსლების წინ გადაადგილება. თითების მოძრაობის შედეგად მანამდე გრძელდება, სანამ თითები იატაკს ეხება. ვარჯიში ორივე ფეხით ერთდორულად კეთდება.
ვარჯიში "ნამგალი" - ბავშვი ზის მოხრილი ფეხებით. დგამს ფეხებს იატაკზე 20 სმ დაშორებით ერთმანეთისგან. მერე გაწევს. ამ დროს ქუსლები ერთ ადგილას აქვთ გაჩერებული. ვაჯიში რამდენიმეჯერ მეორდება.
ვარჯიში "ნავი" - ბავშვი ზის მოხრილი მუხლებით ფეხებით და ფეხის ტერფები აქვს ერთმანეთთან მიბჯენილი. თანდათან ცდილობს გაასწოროს და გაშალოს მუხლები სანამ ფეხის თითები და ქუსლები ერთმანეთზეა მიდებული (ცდილობს ტერფებს ნავის ფორმა მისცეს).
ვარჯიში "წისქვილი" - ბავშვი ზის გასწორებული ფეხებით, ხაზავს წრეებს სხვადასხვა მიმართულებით.
ვარჯიში "ფანჯარა" - ბავშვი ზის იატაკზე, შლის და აერთებს, მუხლებში ფეხებს, ქუსლების იატაკიდან მოცილების გარეშე.
ვარჯიში "მედოლე" - ბავშვი ზის, მოხრილი ფეხებით, აბაკუნებს იატაკზე ფეხის თითებით, ისე რომ, ქუსლებით არ ეხება. მოქმედების დროს მუხლებს ნელ-ნელა ასწორებს.
ვარჯიში " სიარული ქუსლებით" - ბავშვი დადის ქუსლებით, ისე, რომ თითებით არ ეხება იატაკს.
ხანგრძლივობა ასეთი ვარჯიშების არის 10 წთ. სანამ ვარჯიშების კომპლექსს დაიწყებთ საჭიროა ჩაატაროთ მოთელვა - ფეხის წვერებზე სიარული, ხტუნაობა ფეხის წვერებზე - ერთ და ორივე ფეხით.