ყაბაყი შეგიძლიათ მოთუშოთ, მოხარშოთ, გამოაცხოთ ღუმელში, გრილზე, შეწვათ, დაამარინადოთ, გაყინოთ. სწორედ ამიტომ კერძების სახეობებს, რომლებიც შეიძლება ყაბაყიდან მოამზადოთ, ვერ დათვლით. რა გავაკეთოთ, თუ არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი კერძიც გვსურს, უჩვეულო გაფორმებით?
წასახემსებელი ყაბაყიდან
ყაბაყის კალათები პომიდვრით და ლორით ზუსტად ასეთი შემთხვევისთვის არის. დიეტურ ბოსტნეულებს შორის ეს ყველაზე ეფექტური კერძია, რომელიც ოდესმე მინახავს. ახლა ყაბაყის სეზონია, ახლობლების გაოცების შანსი ხელიდან არ გაუშვათ!
ინგრედიენტები
- 1-2 ყაბაყი
- 100 გრ ლორი
- 100 გრ მყარი ყველი
- 100 გრ პომიდორი ჩერი
- 3 კვერცხი
- 15 გრ კარაქი
- 4 ს/კ არაჟანი
- პაპრიკა და წითელი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. არაჟანი, კვერცხი, პაპრიკა, მარილი და წითელი წიწაკა ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მიღებული სოუსი გადადეთ, ის მოგვიანებით დაგჭირდებათ.
2. ყაბაყი თხელ ფენებად დაჭერით.
3.ლორი კუბებად დაჭერით, ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორი შუაზე გაჭერით.
4. კექსის საცხობი ფორმა აიღეთ და კარაქი წაუსვით. ახლა დაჭრილი ყაბაყი ფორმაში ჩადეთ, როგორც სურათზე არის მოცემული. კალათები უნდა გამოგივიდეთ.
5. კალათის შიგთავსი დაიწყეთ ლორით, შემდეგ პომიდორი ჩერით და მომზადებული სოუსი დაასხით.
6. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით 25 წუთით.
7. გემრიელი წასახემსებელი ყაბაყისგან მზად არის! გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!