- ჩაის უფრო სწრაფად დაყენების მიზნით დასაშვებია ჩაიდანში ჩავყაროთ ცოტა სასმელი სოდა.
ჩაის დოზირება ხდება გემოვნების მიხედვით.
ცივი ჩაის გაცხელება ან ჩაის ხარშვა დუღილის ტემპერატურაზე დაუშვებელია, რადგან გაცხელებით ან ადუღებით არომატული ნივთიერებები ორთქლდება, იკარგება და ჩაის ხარისხი ქვეითდება, ხილო დიდხანს დუღილით იგი გაიჟღინთება მთრიმლავი ნივთიერებით, რომელიც მას ცუდ გემოს მისცემს.
რძიანი ჩაის დალევის შემთხვევაში ჩაი მუქი ფერის (მაგარი ) უნდა დავაყენოთ. - სუფთა ჩაის შეიძლება ცოტა კონიაკი, არაყი, მურაბა ან ლიმონი დავუმატოთ. საერთოდ დილის ჩაიზე უნდა გამოვიტანოთ ნაღები, რძე, არაჟანი, საღამოს ჩაისთან კი - ლიმონი ან სხვადასხვა მურაბები. დილის ჩაიზე უნდა გამოვიტანოთ პური, ყველი, კარაქი და სხვ. საღამოს ჩაიზე კი უფრო მისაღებია მსუბუქი სახის ნამცხვრები და ორცხობილები ან გამომშრალი ბლინები, ბუბლიკები.
- ხმელი ჩაი უნდა შევინახოთ ისე, რომ მან არ მიიღოს გარეშე სუნი. ამიტომ ის მჭიდროდ თავდახურულ საჩაიე ჭურჭელში უნდა გვქონდეს. ამ შემთხვევაში საუკეთესო იქნება თუნუქის ან ხის პატარა კოლოფი, რომელშიც ამოფენილი უნდა იყოს ტყვიის ქაღალდი. კარგია ფაიფურის ან მუქი ფერის შუშის ხუფიანი ქილები ჩაი დაცული უნდა იყოს სინათლის, ჰაერისა და სინესტისაგან.
ჩაი ლიმონით
წესიერად მომზადებული ჩაი ლიმონით სასიამოვნო დასალევი და მარგებელი სასმელია.
ჩაის ფოთოლში, გარდა ისეთი ძვირფასი და იშვიათი ნივთიერებებისა, როგორიც არის ალკალოიდები, ტანინი და ეთეროვანი ზეთები, აღმოჩენილია აგრეთვე სხვადასხვა სახის ვიტამინები.
C ვიტამინი ჩაის ფოთოლში თითქმის იმდენივეა, რამდენიც ასკილის მარცვლებში.
ვიტამინის შემცველობით ჩაის ფოთოლი ყველა საკვებ პროდუქტზე მაღლა დგას.
C ვიტამინი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს ორგანიზმს ინფქციურ და სხვა ავადმყოფობასთან ბრძოლაში, ჭრილობების დროულად შეხორცებას და სხვ.
PP ვიტამინი იცავს ორგანიზმს სკლეროზის გაჩენისაგან.
ორივე ეს ვიტამინი საგრძნობი რაოდენობით არის ლიმონის კანში. C ვიტამინი ლიმონის კანში ორჯერ მეტია, ვიდრე ლიმონის რბილ ნაწილში.
ვიტამინის არსებობა საკვებ პროდუქტში აძლიერებს C ვიტამინის ფიზიოლოგიურ მოქმედებას ადამიანი ორგანიზმზე.
გარდა ვიტამინებისა, ლიმონის კანში საკმაო რაოდენობითაა აგრეთვე კალციუმი, ფოსფორი; მცირე რაოდენობით - რკინა, მაგნიუმი, ნატრიუმი და სხვა სასარგებლო ელემენტები. ეთეროვანი ზეთების რაოდენობა ლიმონის კანში ხშირად 2 პროცენტს აღწევს, რაც ჩაის ან სხვა სასმელს ძლიერ არომატს და მეტად სასიამოვნო გემოს აძლევს.