» » თაგვების და ჭიანჭველების მოსაშორებელი საუკეთესო საშუალებები

თაგვების და ჭიანჭველების მოსაშორებელი საუკეთესო საშუალებები

ბინაში შემოჭრილი სხვადასხვა მავნე მწერები და მღრღნელები საშიშია ჯანმრთელობისათვის, რადგან ისინი ავრცელებენ ინფექციას და მატერიალურ ზარალს აყენებენ ოჯახს, აზიანებენ და ანადგურებენ პროდუქტებსა და ნივთებს. ამიტომ საჭიროა მათთან დაუნდობელი ბრძოლა.

თაგვების გასაწყვეტი საუკეთესო საშუალებებია:
  • ჩვეულებრივი წითელი ლობიოს მარცვლები ჩავალბოთ ნელთბილ წყალში. გაღვივებული ლობიო დავაყაროთ ცხელ ტაფაზე, მოვწვათ ისე, რომ მიიღოს ყავისფერი, და მოვაყაროთ ყველგან, სადაც მოსალოდნელია თაგვების ამოსვლა.

  • ტილოს ან მიტკლის ნაჭრები ამოვავლოთ ბელეკონში (სკიპიდარში) და მოვაყაროთ იმ ადგილებში, სადაც თაგვები გვეგულება. ბელეკონის სუნი შორს განდევნის მათ.

ჭიანჭველების წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი საშუალებები:
  1. ავურიოთ სამი წილი ჭვავის ფქვილი და ერთი წილი თაბაშირი, დავდგათ პატარა ჯამებით, რომლებშიც ჩასხმული გვექნება მჟავე ცომის საფუვრიანი თაფლწყალი ან შაქარწყალი. ჭიანჭველები დაეწაფებიან მას და დაიხოცებიან.

  2. ეს ნარევი მოვაყაროთ ძაღლყურძენას და დავაყაროთ იმ ადგილებში, სადაც თაგვია დაჩვეული, მარტო ძაღლყურძენაც კი საკმარისია თაგვის მოსაწამლად.

  3. შეიძლება აგრეთვე ჭიანჭველების ამოსასვლელ ადგილებზე მივაბოლოთ გოგირდი ან ქათმის ფრთით წავუსვათ ბელეკონი.

  4. თუ ჭიანჭველები კარადაში გაჩნდა, შიგ დავდგათ ჯამები შაქარმოყრილი ნაცრით; საკმარისია ჭიანჭველა ნაცარს მიეკაროს, რომ მაშინვე მოკვდება.

  5. კარგია აგრეთვე, იმ ადგილებს, რომელთაც ჭიანჭველა ეტანება, დავაყაროთ თამბაქო ან წეკო.

  6. ბაღ-ბოსტანში გაჩენილ ჭიანჭველებს უნდა ვებრძოლოთ შემდეგი საშუალებით: ნიგვზის ხის ქორფა ფოთლების ნახარში მოვასხათ იქ, სადაც გამოდიან ჭიანჭველები.

  7. ხეხილის ბაღში ჭიანჭველების გაჩენის შემთხვევაში ხეებს ფესვიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე უნდა წავუსვათ კუპრი.

  8. ჭიანჭველებისგან ფუტკრის სკების დასაცავად სკების მახლობლად მოვაყაროთ ნაცარი, ჭვარტლი ან თამბაქო.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.