» » » ბაღის მავნებლები და მათთან ბრძოლა...

ბაღის მავნებლები და მათთან ბრძოლა...

უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ ხეხილი და დავადგინოთ თუ რა სახის მავნე მწერებია მასში ჩაბუდებული, რათა მათთან საბრძოლველად გამოყენებულ იქნას ყოველგვარი საშუალებები.
ამ სურათზე ნაჩვენებია:

მცენარის მავნებელი პეპლის მატლისებრი ყაჭი და მის მიერ განადგურებული ფოთლები. პეპელა უმეტესად ღამე დაფრინავს, ყვითელი ან მოყავისფრო ფრთები აქვს და კვერცხებს დებს ხეხილის ტოტებზე, შემდეგ იღუპება, ეს კვერცხები კი სუსხიან ზამთარში ყინვებს უვნებლად უძლებენ. ამ მავნებლებთან საბრძოლველად საჭიროა ადრე გაზაფხულზე ხეხილს შევასხუროთ მინერალურ-ზეთოვანი ემულსია. თუ ასეთი კონცენტრატი ვერ ვიშოვეთ, მის ნაცვლად ავიღოთ 500 გ შაბიამინი და 800 გ კირი, ჩავალესოთ 100 ლიტრ წყალში. მიღებული ნარევი სასხურებელი მანქანით ან ხსნარში დასველებული ცოცხით მოვასხათ ხის იმ ნაწილებს, სადაც შეამჩნევთ მავნებლებს.
არის შემთხვევები, როდესაც ვიტამინებით მდიდარ მოცხარს, შტოშს, კინკრიჟას დაესევა ყაჭისებრი მატლები, რომლებიც, როგორც სურათზეა ნაჩვენები, თავის ირგვლივ გააბამენ ხოლმე ობობას ქსელისმაგვარ ბადეს, ღრღნიან და აფუჭებენ ნაყოფს.

დაცვის მიზნით შემოდგომაზე ამ მცენარეებს შემოვუთოხნით ან შემოვუბაროთ მიწა ფესვების ირგვლივ, მატლები ადვილად ამოცვივდებიან მიწის ზედაპირზე და მათ ადვილადვე დაიტაცებენ ჩიტები და შინაური ფრინველები.

გაზაფხულზე მშრალ ნიადაგზე მოვაყაროთ შხამიანი, ფხვიერი "ჰექსაქლორანი" (1 კვ მეტრზე 5-10 გ ). გაზაფხულზე, ყვავილობის დამთავრებისას, სასარგებლოა ბუჩქოვან მცენარეებს მოვაყაროთ დდტ (დუსტი). ეს იქნება წინასწარი ზომა ყოველგვარი მავნებლების მოსასპობად.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.