» » » სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ბევრმა დიასახლისმა ჯერ არ იცის...

სამზარეულოს ხრიკები, რომლებიც ბევრმა დიასახლისმა ჯერ არ იცის...

ათასი წვრილმანი, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ დიასახლისებს, განსაკუთრებით კი სამზარეულოში. წარმოგიდგენთ ხრიკებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარებათ.

  • ზეუთუნის ზეთისა და ვაშლის ძმრის ნარევი მშვენიერ გემოს აძლევს ბოსტნეულის სალათას.

  • ბულიონი გამჭვირვალე გამოვა, თუ ადუღების შემდეგ ყინულის პატარა ნატეხს ჩააგდებთ და ხელახლა წამოადუღებთ.

  • კარტოფილი სწრაფად შეიწვება, თუ შეწვის წინ რამდენიმე წუთით ცხელ წყალში ჩააწყობთ.

  • არაჟანი სწრაფად აითქვიფება, თუ უმი კვერცხის ცილას ჩაუმატებთ.

  • მარილი დიასახლისის თანაშემწეა. ყველი, დიდხანს შეინარჩუნებს გემოს თუ მარილწყალში დასველებულ ხელსახოცში გავახვევთ.

  • ცომში მარგარინის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ღორის ან ცხვრის ქონი, - ნამცხვარი უფრო ჰაეროვანი გამოვა.

  • მაკარონის ნაწარმი უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ხარშვისას ბულიონის კუბიკი დაუმატეთ.

  • გაყინული მთლიანი თევზები ცივ წყალში სწრაფად გალღვება, თუ მარილს ჩაუმატებთ ( 1 ჩ/კ მარილი 1 ლ წყალზე). ასეთი წესით არ გაალღოთ ფილე, დაჭრილი თევზი და ნავაგა.

  • ლობიო სწრაფად დარბილდება, თუ იმავე წყალში მოხარშავთ რომელშიც ჩაალბობთ.

  • თუ ბოთლში ჩარჩენილ შამპანურს მთლიანად გაუვიდა გაზი, ჩააგდეთ შიგ რამდენიმე ცალი ქიშმიში. მასში შემავალი ფრუქტოზა გამოიწვევს ნახშირმჟავა გაზის გამოყოფას და შამპანური ისევ შუშხუნა გახდება, გემო არ შეეცვლება.

  • საქონლის ხორცი წითელი ფერის უნდა იყოს და ოდნავ მოყვითალო ქონი ჰქონდეს. ძალიან მუქი ფერის ხორცი ყვითელი ქონით მაგარი და უგემურია. ხბოს ხორცი კარგია, თუ მას ღია წითელი ფერი და საკმაო სიმსუქნე აქვს.

  • ცხვრის ხორცი საქონლის ხორცზე მკრთალი ფერისაა. მოთეთრო ან მოშავო ხორცი დაავადებული ცხვრისაა.

  • კარტოფილის გათლისას ხელები არ გაგიშავებათ, თუ წინასწარ ძმრით დაისველებთ და შეიშრობთ.

  • ჩაასხით რძე კილოგრამიან მინის ქილაში. ქილის იქეთ ანთებული სანთელი დადგით. გაიხედეთ რძიან ქილაში. თუ რძე უწყლოა, ანთებული სანთელი არ უნდა გამოჩნდეს.

  • თუ გინდათ, მწვანილი ახლად გამოიყურებოდეს (ოხრახუში კამა, ქინძი, ნიახური). არ გარეცხოთ, ჩადეთ მინის ქილაში, დაახურეთ პოლიეთილენის თავსახური და დადგით მაცივრის ქვედა თაროზე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.