» » » ზაფხულის უგემრიელესი სასმელი - პურის ბურახის სახელდახელოდ მომზადება

ზაფხულის უგემრიელესი სასმელი - პურის ბურახის სახელდახელოდ მომზადება

ეს ძალიან გემრიელი, წყურვილის მომკვლელი სასმელი არც ისე ძნელი მოსამზადებელია და მეტად საამოა ზაფხულისა თუ შემოდგომის ცხელ და თბილ დღეებში.

ბურახის მომზადების წესები:

ინგრედიენტები:
  • ვაშლის ჩირი - 2 კილოგრამი
  • მსხლის ჩირი - 2 კილოგრამი
  • ქიშმიში - 2 ჩაის ჭიქა
  • წყალი - 1/2 ვედრო

დამზადების წესი:
2 კილოგრამი ვაშლისა და ამდენივე მსხლის ჩირი ჩავყაროთ ორვედრიან ხის კასრში. კასრი ავავსოთ ანადუღები ცივი წყლით და დავდგათ სამი-ოთხი დღით ზომიერად თბილ ადგილას. შემდეგ გავიტანოთ ცივ ადგილას. კასრი უნდა იდგეს თავმოხდილი, ზემოდან სუფთა ტილო უნდა ეფაროს, სანამ ბურახი დუღილს არ დაიწყებს. შევამჩნევთ თუ არა დუღილს, კასრს მაგრად დავუცოთ თავი. 20-25 დღის შემდეგ ბურახი მზად იქნება. გადავწუროთ და ბოთლებში ჩავასხათ. თითოეულ ბოთლში ჩავყაროთ 20-25 მარცვალი ქიშმიში.
ამავე ჩირს შეიძლება დავასხათ კიდევ ერთი ვედრო გადადუღებული ცივი წყალი და მოვიქცეთ ისე, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული.



პურის ბურახი
დაახლოებით 1 კილოგრამ შავი პურის ორცხობილას დავასხათ 10 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და ხუფდახურული დავდგათ 4-5 საათით. შემდეგ გავწუროთ. მიღებულ ნაყენში გავურიოთ 50 გრმი საფუარი. კარგად ავურიოთ. დავუმატოთ 500-600 გრამი შაქარი (ფხვნილი). შემდეგ თბილ ადგილზე მოვათავსოთ რამდენიმე საათით, რომ ბურახმა თვითდუღილი დაიწყოს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.