"რჩევების" რედაქცია ხევსურის დიყის საფრთხის შესახებ გიამბობთ და შეგახსენებთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ მისი მსხვერპლი არ გახდეთ.
ხევსურის დიყი
დიყზე ბევრი ლეგენდა და ცრურწმენა დადის. ბალახი, თუ მცენარე, თუ ბიოლოგიური იარაღი - ზოგიერთი მას მეცნიერების მიერ გამოყვანილ მუტანტად თვლის. სინამდვილეში, ეს არ არის მუტანტი, არამედ მცენარე დიყის სახეობის.
ბუნებაში დაახლოებით 70 სახეობის დიყი გვხვდება, ხოლო ასეთი "ჰერაკლე" მათში სამია - პერსიდის დიყი, რომელიც თურქეთსა და ირანში არის გავრცელებული, მანტეგაცის დიყი, რომელიც 6 მ სიმაღლეს აღწევს და ხევსურული დიყი, რომლის სიმაღლეც ცოტათი მოკრძალებულია, მხოლოდ 3-4 მ.
დადის მოსაზრება, რომ დიყის ყველა სახეობა საშიშია და სარგებელი არ აქვს. თუმცა ასე არაა - ყველაფერი მცენარის სახეობაზე არის დამოკიდებული. მაგ., ფოთლები, ღეროები და ახალგაზრდა ყვავილები შეგიძლიათ დამარილებული და დამარინებული სახით შეჭამოთ, მაგრამ არა ნედლი სახით!
სახელის მიუხედავად, ციმბირული დიყი თითქმის ყველგან არის გავრცელებული. დაახლოებით მის მსგავს ჩვეულებრივ დიყს ბავშვობაში მილი-სასროლელი სახით ვიყენებდით. სიტყვა დიყში 80-იან წლებში ყველა სწორედ ამ მცენარეს გულისხმობდა.
ჭორების და უზუსტობის კიდევ ერთი ჯგუფი რუსეთის ევროპულ ნაწილში ხევრუსული დიყის გაჩენის მეთოდს უკავშირდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ეს მცენარე ამერიკიდან სპეციალურად ჩამოიტანეს, რომ აქ სოფლის მეურნეობა დაეწყოთ.
სინამდვილეში, თითქმის ყველა სახეობის სამშობლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ხარობს, მხოლოდ მარტიგანის დიყი იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში. სპეციალურად მხოლოდ ხევსურული დიყი ჩამოიტანეს კავკასიაში, როგორც მაღალ პროდუქტიული კულტურა.
ხევსურული დიყის გავრცელების სამუშაოები 1946 წელს დაიწყეს. ეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ცხოველთა მეცხოველეობის განყოფილების XXXV პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე და როგორც თავად ამბობენ, სტალინის პირდაპირი მითითებით მოხდა.
დიყი ახალ პირობებში სწრაფად განვითარდა, ძალიან დიდ ბიო წონას იძლეოდა, კლიმატურ პირობებს შესანიშნავად შეეწყო და არანაირი გამოკვება ან ხარჯი არ სჭირდებოდა. ამი შემდეგ მცენარის მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელება დაიწყო. ლიდერის გარდაცვალების შემდეგაც კი ქვეყნის სხვა ლიდერები ამ საქმეს აგრძელებდნენ. 1970-იან წლებში დიყს პოლონეთში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზრდიდნენ.
თუმცა ძროხები ამ შხამიან მცენარეს დიდი სიამოვნებით არ ჭამდნენ, ხშირად კი მასზე უარს ამბობდნენ. ასეთი კვების შემდეგ რძე გემოთი ძალიან მწარე გამოდიოდა. ამ აღმოჩენების შემდეგ პოლონეთის მოსახლეობამ დიყს "სტალინის შურისძიება" უწოდეს.
როგორ უჩნდება ადამიანს დამწვრობა დიყის შედეგად
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხევსურული დიყი შხამიანი გამოდგა. უფრო ზუსტად, მისი ფოთლები ეთეროვან ზეთს გამოყოფს, რომელიც კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივის მიმართ სწრაფად ამცირებს.
ეს კი ძალიან მზაკვრული საქმეა ადამიანისთვის. თქვენ ფოთლებთან შეხების დროს ტკივილს არ გრძნობთ, მაგრამ მზეზე გასვლა საკმარისია, რომ კანზე 1-3 ხარისხის დამწვრობა მიიღოთ.
დამწვრობის მიღება შესაძლებელია, ფოთლებზე ოდნავ ოფლიანი კანით შეხებით, ალერგიულ რეაქციას კი მიიღებთ - მხოლოდ ამ სასიკვდილოდ საშიში მცენარის შეყნოსვით.
ინდივიდუალური მგრძნობელობის და კანის ნაწილის მიხედვით, რომელზეც მცენარის წვენი მოხვდა, დამწვრობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს - უმნიშვნელო გაწითლება ან დიდი დამწვრობა, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმა და რთულად შესახორცებელი ხდება. თუ დიყით სხეულის 80% არის დამწვარი,ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს.
დამწვრობის ადგილზე შეიძლება ჩირქოვანი ჭრილობები გაჩნდეს. ადამიანი, რომელიც მცენარით არის დაზიანებული, შეიძლება საერთო სისუსტე და გულისრევა, სხეულის მომატებული ტემპერატურა იგრძნოს.
განსაკუთრებული პატარა ბავშვებისთვის არის მომწამვლელი! სწორედ ამიტომ მშობლებს ეს საშიში მცენარე აუცილებლად უნდა აჩვენოთ და მათ ამ მცენარეზე ხელის შეხება ან ახლოს მისვლა აუკრძალოთ. დიყის წვენთან კონტაქტის შემდეგ ამ ზომების გატარება აუცილებელია.
როგორ ავიცილოთ დამწვრობა კონტაქტის შემდეგ
1. დაზიანებული კანი დაუყონებლივ საპნიანი წყლით ან რბილი ღრუბლის საშუალებით ჩამოიბანეთ.
2. მაქსიმალურად ტანსაცმლით დაფარეთ, რომ მზის პირდაპირი სხივები 2-3 დღე თავიდან აიცილოთ.
3. წვენის თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაუყონებლივ წყლით ამოიბანეთ 15-20 წუთის განმავლობაში, პირში მოხვედრის შემთხვევაში - წყალი გამოივლეთ.
4. დამწვრობის გაჩენის შემთხვევაში დაზიანებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ, სტერილური სახვევი დაიდეთ და სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ.
თუ დაზიანების არე დიდი არაა, თქვენ ადგილობრივ მკურნალობას დაგინიშნავენ. ამ შემთხვევაში ექიმის ყველა რეკომენდაცია მკაცრად უნდა დაიცვათ. თუ საავადმყოფოში დაწოლა გირჩიეს, უარი არ თქვათ
როგორ ვებრძოლოთ დიყს აგარაკზე
ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის თანახმად, დიყი მილიონ ჰექტარს იკავებს. დიყი ბევრ ადგილას იყო შემჩნეული.
ამ "საშინელ მონსტრთან" ბრძოლა - მარტივი საქმე არაა. ხელით ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ფოთლებთან წამიერი შეხებაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს.
დიყის ამოძირკვის ყველა მეთოდის გამოყენება ცივ და უმზეო ამინდში არის რეკომენდებულია, დახურულ ტანსაცმელში (სასურველია ქსოვილი, რომელიც ტენს არ იწოვს) და რეზინის ხელთათმანები. დიყის მოშორების 5 მეთოდს გირჩევთ.
1. სწრაფად ამოთხარეთ ღივები
როგორც კი მცენარემ თავი ამოჰყო, თოხით 10 სმ-ის სიღრმეში ამოთხარეთ. გამოსაშრობად დატოვეთ და შემდეგ კომპოსტში გაგზავნეთ.
2. საგაზაფხულო გადათხრა
პრობლემური ადგილი რამდენჯერმე მოთოხნეთ 2 კვირის შუალედში, აუცილებლად გაზაფხულზე.
3. ახალგაზრდა მცენარეები ჰერბიციდებით დაამუშავეთ
გამოდგება "აგრომკვლელი", "გრიფოსი", "ლიკვიდატორი", "რაუნდაპი", "ტორნადო" და მათი მსგავსი ნებისმიერი. შეიძლება ხელმეორედ გამოყენება დაგჭირდეთ.
5. მცენარე "მოკალით"
ანუ რეგულარულად გამოჩენილი ღეროები ამოთხარეთ და აუცილებლად დაწვით.
6. თესლები მოაშორეთ
წლის ნებისმიერ დროს თესლით სავსე ყვავილების დანახვის შემთხვევაში შეაგროვეთ და დაწვით.