"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რას ნიშნავს, თუ კაქტუსი აყვავილდა და რამდენიმე რჩევას გიზიარებთ, თუ როგორ მიაღწიოთ მის ყვავილობას.
აყვავებული კაქტუსი
კაქტუსები ძალიან იშვიათად და მცირე ხნით ყვავილობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ყვავილობა რაღაც მნიშვნელოვან შემთხვევას ან ცხოვრებაში დიდ ცვლილებას უკავშირდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კაქტუსი ადრე არასდროს არ ყვავილობდა. როგორი ცვლილებები? ყოველი შემთხვევისთვის სხვადასხვაა. თუ კაქტუსი დაუოჯახებელი ქალის სახლში ყვავილობს, ძალიან მალე მას ქორწილი ელოდება.
თუ კაქტუსი გათხოვილი ქალის ოჯახში ყვავილობს, ძალიან მალე მის ოჯახს ახალი წევრი შეემატება. ძალიან ხშირად, ყვავილობა მიგვანიშნებს, რომ ქალი ორსულად არის. ეს ფაქტი პირად გამოცდილებაზე არის დამტკიცებული.
ჩემი დაქალის სახლში კაქტუსი 10 წელია იზრდება. ჩვეულებრივ ჯანმრთელი კაქტუსი ეკლებით. და ყველასთვის სრულიად მოულოდნელად მან ყვავილი გამოიღო, ძალიან ლამაზი, დიდი და სასიამოვნო არომატის ყვავილმა თავისი სილამაზით მოგვხიბლა. მან ზუსტად ერთი დღით გაძლო, შემდეგ კი დაჭკნა. რამდენიმე კვირაში დაქალმა გაიგო, რომ ორსულად არის. ეს ნამდვილად მოქმედებს.
ასევე კაქტუსი დიდი შენაძენის, ქონების მოხვეჭის და მნიშვნელოვანი მოვლენის დროს აყვავილდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეკლიანი მცენარის ყვავილობა რაიმე სასიხარულო ცვლილებას ან მოვლენას უკავშირდება. კაქტუსი უარყოფით ენერგიას ისრუტავს, გარშემო სივრცეს ასუფთავებს, რითაც კარგი ენერგიისგან ადგილს ათავისუფლებს.
რა თქმა უნდა, ცრურწმენის შეიძლება გვჯეროდეს ან არა, მაგრამ სახლის მცენარის თითოეული დამფასებლისთვის საინტერესო იქნება, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კაქტუსმა თავისი წარმოუდგენელი ყვავილები გვაჩუქოს. ჩვენ ამის შესახებ გიამბობთ.
პირველ რიგში, უნდა დაივიწყოთ რომ კაქტუსი - უპრეტენზიო მცენარეა. თუ გსურთ რომ ის აყვავილდეს, მათზე უნდა იზრუნოთ. საჭირო არაა კაქტუსს თავზე გადაყვეთ, მთავარია ბუნებრივთან მაქსიმალურად მსგავსი პირობები შეუქმნათ. მოდით გავიგოთ, რომელი ფაქტორები არის გადამწყვეტი.
დავიწყოთ დარგვით. თუ დიდი კაქტუსის გაზრდა, დიდ ქოთანში უნდა დარგოთ, სასურველია პლასტმასის ქოთანში. ასე მცენარე თავს კომფორტულად იგრძნობს. დანარჩენი მოვლის წესები კაქტუსის სახეობაზე არის დამოკიდებული. მორწყვა, ადგილმდებარეობა და ტემპერატურის რეჟიმი - თითოეული კაქტუსის სახეობისთვის ცალკე უნდა შეირჩეს. ტყის კაქტუსს მზის პირდაპირი სხივები არ მოეწონება, ხოლო უდაბნოს კაქტუსს მზის არ არსებობს.
სწორედ ამიტომ, პირველ რიგში კაქტუსის ყველა განსაკუთრებულობა უნდა შეისწავლოთ და სწორი მოვლით უზრუნველყოთ. სინამდვილეში კაქტუსის ყვავილობის საიდუმლო ორ რამეშია: სწორი მოვლა და დროული გამოკვება. აი ამ უკანასკნელზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, რადგან ეს აუცილებელია.
კაქტუსს აუცილებლად სჭირდება კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი და აზოტი. თითოეული ელემენტი კაქტუსს ზრდას და ჯანმრთელად ყოფნაში ეხმარება. ეს კი ყვავილობას ხელს უწყობს. შეგიძლიათ მზა საკვები დანამატი გამოიყენოთ, მაგრამ კაქტუსის მომვლელებს შორის დადის მოსაზრება, რომ მათში ძალიან ბევრი აზოტია. სწორედ ამიტომ, საკვები დანამატის სახლში მომზადებას გირჩევთ.
რამდენიმე ვარიანტი არსებობს, პირველ რიგში, კვერცხის ნაჭუჭიდან შეგიძლიათ სასუქი მოამზადოთ. მისი დაქუცმაცება და ნიადაგში დარგვის დროს დამატება შეგიძლიათ. სასუქისთვის შეგიძლიათ ინფუზია მოამზადოთ. გამხმარ და დაქუცმაცებულ ნაჭუჭს თბილი წყალი დაასხით 1:5 პროპორციით. 15-20 დღით გააჩერეთ, შემდეგ კაქტუსი მიღებული ხსნარით 30-40 დღე მორწყეთ. ეს მცენარეს კალციუმით გამოკვებავს.
კაქტუსებისთვის ასევე აუცილებელია კალიუმი. ამ ელემენტით ბანანის კანია მდიდარი, მისგან შეგიძლიათ საკვები დანამატი მოამზადოთ. ახალი ბანანის კანი კარგად გარეცხეთ და გამოაშრეთ. შემდეგ ყავის საფქვევში დააქუცმაცეთ. ფხვნილი ნიადაგის ზედაპირს მოაყარეთ და წყალი დაასხით. ასე შეგიძლიათ თვეში ერთხელ გაიმეოროთ.
ნიადაგს რომ აზოტი მიაწოდოთ, ციტრუსის კანისგან სასუქის მომზადება შეიძლება. ციტრუსის (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი) ცედრა დააქუცმაცეთ და ქილის 3/4 აავსეთ, შემდეგ წყალი დაუმატეთ, რომ ქილა შეავსოთ. 24 საათით დააყენეთ, წყალს 1:3 პროპორციით შეურიეთ და ნიადაგი მორწყეთ, ოღონდ თვეში მხოლოდ ერთხელ.
აი, ასეთი მარტივი წესები თქვენს მცენარეს აყვავებაში დაეხმარება. შეიძლება სწორედ ეს გახდეს იმის ნიშანი, რომელსაც ასე დიდი ხანია ელოდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მოვლენა აუცილებლად გაგახარებთ!
თქვენ როგორ კვებავთ კაქტუსს? გვიამბეთ კომენტარებში, ასევე თქვენი აყვავილებული კაქტუსის სურათები აუცილებლად გამოგვიგზავნეთ.