» » » სახის ნიღაბი 1 კვერცხისგან: ეჭვი არ შეგეპაროთ, 100%-ით ეფექტურია!

სახის ნიღაბი 1 კვერცხისგან: ეჭვი არ შეგეპაროთ, 100%-ით ეფექტურია!

ქათმის კვერცხი ნამდვილი მონაპოვარია: როგორც კულინარიაში, საყოფაცხოვრებოდ და კოსმეტოლოგიაშიც კი, მას აუცილებლად მოეძებნება გამოყენება. როცა ყოვლისშემძლე კოსმეტიკური პროდუქტი, კანის მოვლისთვის, გამოცდილია, შედეგი კი არასახარბიელო, დროა, მიმართოთ კარგად დავიწყებულ ხალხურ საშუალებას. კვერცხი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც კანის პრობლემებს დიდი ძალისხმევის გარეშე მოაგვარებს. შესანიშნავი ფუძე საშინაო ნიღბებისთვის.



კვერცხის ნიღაბი სახისთვის, რჩევების რედაქციის რეცეპტით, სულ ორი ინგრედიენტისგან - რძისა და კვერცხისგან შედგება. იმ ვიტამინების, მიკროელემენტებისა და საკვები ნივთიერებების უმეტესობა, რომელიც კვერცხის გულის შემადგენლობაშია, ამდიდრებს მშრალ, გამომშრალ კანს უჯრედოვან დონეზე ყოველგვარი დანამატების გარეშე. აბა, ვცადოთ?

სახის ნიღაბი ერთი კვერცხისგან
მომზადება და გამოყენება
  1. აიღეთ 1 კვერცხი, გაყავით კვერცხი და ცილა. ცალკე თასში ჩაახით 50 მლ რძე.


  2. გული ოდნავ ათქვიფეთ ფუნჯით, ცილა გადადეთ.


  3. სუფთა, მშრალ სახეზე თანაბრად გადაანაწილეთ კვერცხის გული ფუნჯით. აცადეთ გაშრობა, ოღონდ არა გახმობა.


  4. როცა ეს ნიღაბი კანს დაჭიმავს, ჩაალბეთ თითები რძეში და დაიწყეთ სახის დამსაჟება, არ მისცეთ კვერცხს ბოლომდე გახმობის საშუალება. განაგრძეთ თითების დალბობა და მასაჟი 15-20 წუთის მანძილზე.


  5. ჩამოიბანეთ ნიღბის ნარჩენები წყლით, შეიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. საშინაო ნიღაბი ეფექტურად კვებას კანის საფარველს, აღმოაჩენს ანტიოქსიდანტურ ეფექტს და დაუბრუნებს კანს ტონუსს.


  6. ეს ნიღაბი მოუხდება მშრალი, პრობლემური კანის მქონე ადამიანს, ცილა კი კარგია მათთვის, ვისაც უფრო ცხიმიანი კანი აქვს. სუფთა სახით, ცილა ჭიმავს და ალაგებს ნაოჭებს, ავიწროვებს და წმენდს ფორებს, ლიმონთან ერთად კი ეფექტურად ათეთრებს ნაზ კანს.


სულ რამდენიმე სეანსის შემდეგ, თქვენ შეამჩნევთ შედეგს: კანი გახდება ჯანმრთელი, წამოწეული, მოვლილი, ნაოჭები გაუფერულდება, ეპიდერმისი კი გაძლიერდება უჯრედულ დონეზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.