რეცეპტები:
- ქრისტესისხლას ღეროს წითელი წვენის წასმა მეჭეჭებზე დღეში რამოდენიმეჯერ აქრობს მას. ეს საშუალება არ იწვევს კანის დაზიანებას და ძლიერ ეფექტურია.
- თუ გსურთ თავი დააღწიოთ მეჭეჭებს, შეეცადეთ ეს ასე გააკეთოთ: დააქუცმაცეთ ორი ლიმონის ქერქი, დაასხით 0,5 ჭიქა 30%-იანი ძმარი. დააყენეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში რვა დღე. პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ გაწურეთ. ნაყენი დაიდეთ მეჭეჭზე მასში დასველებული ტამპონით დღეში რამდენჯერმე.
- ლეღვის ნაყოფის რძე-წვენის ისვამენ მეჭეჭებზე და ასე აქრობენ მას.
- ხახვის თავს დებენ ძმრის ესენციაში ან ძმარში 2 საათით და მის ფოთოლს იდებენ მხოლოდ მეჭეჭზე. პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ, სანამ მეჭეჭი ძირიანად არ ამოვარდება.
- კალანხოე ოთახის მცენარეა. მის სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.
- სველ მეჭეჭზე ისვამენ ნიშადურის სპირტს, რომელიც სწრაფად აქრობს მეჭეჭს.
- ნაცარს ასამენ წყალს არაჟნის კონსისტენციამდე და ისვამენ მეჭეჭზე. ეს საშუალება უხდება ბრტყელი მეჭეჭის ტიპს.