» » » ლაიმა ვაიკულის დიეტა: როგორ დავიკლოთ 50 კილოგრამამდე ნებისმიერ ასაკში მტანჯავი დიეტების გარეშე?

ლაიმა ვაიკულის დიეტა: როგორ დავიკლოთ 50 კილოგრამამდე ნებისმიერ ასაკში მტანჯავი დიეტების გარეშე?

ახალგაზრდობის ელექსირი, რომლის შესახებაც მხოლოდ ზღაპრებში საუბრობენ, სინამდვილეში არსებობს. და ის არა ჭკვიანმა ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც ყველა და ყველაფერი იციან, არამედ რამდენი თაობის საყვარელმა - ლაიმა ვაიკულიმ. რამდენი თავი მახსოვს, ეს ქალი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა  სცენაზე, ინტერვიუს დროს და შემთხვევით ფოტოზეც კი. არცერთი ზედმეტი კილოგრამები არც ახალგაზრდობაში, არც ზრდასრულ ასაკში. ცეცხლოვანი თვალები, უნიკალური ხმა, კაშკაშა წარმოდგენები და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მილიონობით თაყვანისმცემლები. 



არსებობს კი საიდუმლო? ლაიმა ვაიკული საკვებით ისე გატაცებული არასდროს ყოფილა, როგორც სცენით. ის დღეში 3-ჯერ ჭამს, ირჩევს მხოლოდ მარტივ საკვებს. საკვების მიღებებს შორის სვამს ჩაის თაფლთან და ლიმონთან ერთად. და დიეტა? ლაიმა აღიარებს, რომ გასტროლების დროს 4 კგ-ის მომატება შეუძლია. მისი ნორმალური წონისთვის ეს გადაჭარბება, რომელსაც ის მხოლოდ 9 დღეში იშორებს. 


მინუს 9 კგ 9 დღეში



მთელი დიეტა 3 ციკლად არის გაყოფილი, თითოეული 3 დღით. თითოეული ციკლის მენიუს შეიძლება სამარხვო ვუწოდოთ. ასეთ მწირ და მოსაწყენ დიეტას რომ გაუძლოს, ლაიმა ცოტა სოიოს სოუსს ამატებს და მშრალ მწვანილზე უარს არ ამბობს. გარდა ამისა დღეში 2 ლიტრ წყალს სვამს. 



ციკლი 1: პირველი სამი დღის განმავლობაში მომღერალი მხოლოდ ყავისფერ ბრინჯს მიირთმევს. მას წყალზე ამზადებს: 1 ნაწილი ბრინჯი და 2 ნაწილი წყალი. რატომ ყავისფერი? გაპრიალებულისგან განსხვავებით, ის ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. თუ სახლში ყავისფერი ბრინჯი არ გაქვთ, თეთრი გამოიყენეთ. მოხარშვამდე წყლით გაჟღინთეთ. 



ციკლი 2: მომდევნო 3 დღე - ნამდვილი თავისუფლება წინა ციკლთან შედარებით. მომღერალი ქათმის ფილეს ხარშავს მარილის გარეშე. ასეთი საკვები არა მხოლოდ ანაყრებს, არამედ კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებაში გეხმარებათ. დიეტა რომ არ დაარღვიოთ, შეგიძლიათ ქათმის ფილეს მომზადებამდე ცოტა სოიოს სოუსი და მწვანილების ნარევი მოასხათ. ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. 



ციკლი 3: დამამთავრებელი 3 დღე ვაშლი უნდა ჭამოთ. აირჩიეთ მხოლოდ ნაკლებად ტკბილი ჯიში. რაც შეეხება ხილის რაოდენობას, აქ შეზღუდვა არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი ხილი, ასევე გამოაცხოთ ან ფრეში დაამზადოთ. ამ ეტაპზეც ბევრი წყლის დალევა აუცილებელია. 



რამდენი შეიძლება დაიკლოთ


ასეთ დიეტას ექსპრეს-მეთოდსაც უწოდებენ. უკვე პირველი ციკლის შემდეგ 3 კგ-მდე დაიკლებთ. 9 დღეში 10 კგ-ის დაკლებას მოახერხებთ. ზოგიერთ შემთხვევაში მთელ 11 კგ-ს! რამდენად ხანგრძლივი იქნება რეჟიმი, მით უფრო ინტენსიურად დაიწვება ცხიმები. დღეში შეიძლება 1,5 კგ-მდეც კი დაიკლოთ. 



აღსანიშნავია, რომ 163 სმ სიმაღლის პირობებში, ლაიმა ვაიკული მხოლოდ 47 კგ-ს იწონის. სწორედ დიეტა, ასევე სწორი კვება ეხმარება მომღერალს შედეგის შენარჩუნებაში მაშინ, როცა მილიონობით ქალი თუნდაც რამდენიმე კგ-ის დაკლებას ცდილობს. 

სწორი კვება ლაიმას ვაიკულისგან 




წესები მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი ექიმი-დიეტოლოგი იმავეს დაგისახელებთ. პრობლემა იმაშია, გეყოფათ თუ არა მოთმინება ყოველდღე ეს წესები დაიცვათ. 

  • ყოველდღე ბევრი წყალი დალიეთ

  • უარი თქვით შავ ჩაიზე - ჩაანაცვლეთ ბალახეულის ან მწვანე ჩაით. 

  • მიირთვით მხოლოდ მცირე პორციებით.

  • უარი თქვით ცხიმიან და შემწვარ, ასევე ტკბილ და შებოლილ პროდუქტებზე. 

  • ჩართეთ რაციონში სასარგებლო ცხიმები, ასევე მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი. 

  • იყიდეთ ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტები - ბოსტნეული, ხილი, ინდაური, ქათამი, მარცვლეული და ტუნა. 

  • უარი თქვით ან მინიმუმამდე დაიყვანეთ თეთრი პურის და კარტოფილის მიღება. 


ამასთან ფიზიკური აქტივობა არ დაგავიწყდეთ. დიეტასთან ერთად ის შესანიშნავი შედეგის მიღწევას დააჩქარებს. ეს ცხრა დღიანი დიეტა კატეგორიულად აკრძალულია ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის. ასევე თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. თუ ახლახანს სერიოზული დაავადება გადაიტანეთ, რომელმაც სხეული დაასუსტა, რამდენიმე კვირა მოიცადეთ, სანამ დიეტას დაიწყებთ.



ლაიმა ვაიკულის გარეგნობა შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ გვეხმარება სწორი კვება და დიეტა ათწლეულების განმავლობაში ვიყოთ მოხდენილები? ასევე აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ეს წესი ძვირადღირებულ პროდუქტებსა და პროცედურებზე არ არის აწყობილი. როგორც ჩანს, ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ვფიქრობდით. უამბეთ მეგობრებს და ერთად სცადეთ გარდასახვა. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.