» » » ახალი კომბოსტო, 3 კვერცხი და კონა მწვანილი. მხოლოდ 30 წუთი და საზაფხულო კერძი მზადაა!

ახალი კომბოსტო, 3 კვერცხი და კონა მწვანილი. მხოლოდ 30 წუთი და საზაფხულო კერძი მზადაა!

საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველა ქალი გამონაკლისის გარეშე კერძების საუკეთესო რეცეპტებს რვეულში იწერდნენ. ცოტა ხნის წინ დედაჩემის კულინარიულ ჩანაწერებს გადავხედე და ახალ კომბოსტოს ღვეზელის შესანიშნავი რეცეპტი ვნახე. 



როგორც აღმოჩნდა, ის წარმოუდგენლად მარტივია მოსამზადებლად და დროის დეფიციტის დროს მდგომარეობიდან კარგად გამოგიყვანთ. ასეთი ღვეზელი გამოგადგებათ პიკნიკზე, მსუბუქი საუზმისთვის, ასევე სადილის ან ვახშმის შემავსებელი იქნება. 

სწრაფი ღვეზელი კომბოსტოსთან ერთად



ინგრედიენტები

  • 500 გრ თეთრი კომბოსტო

  • 3 კვერცხი

  • 5 ს/კ არაჟანი

  • 3 ს/კ მაიონეზი

  • 6 ს/კ ხორბლის ფქვილი

  • 1 ჩ/კ მარილი

  • 2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი

  • 50 გრ კამა

  • 2 ჩ/კ სეზამი

  • 10 გრ კარაქი


მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, ცოტა მარილი მოაყარე და მსუბუქად დასრისეთ. 



  2. წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ.



  3. კვერცხი ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ. 



  4. კვერცხს დაუმატეთ არაჟანი, მაიონეზი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი. კარგად ამოიყვანეთ ცომი. 



  5. საცხობ ფორმას კარაქი კარგად წაუსვით და კომბოსტო მოათავსეთ. 



  6. კომბოსტოს ზემოდან ცომი მოასხით და სეზამი მოაყარეთ. 



  7. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ღვეზელი 30 წუთით გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფრად არ შეიფერება. 




კომბოსტოს ღვეზლის გამოცხობა - ერთი დიდი სიამოვნებაა! საკმარისია აურიოთ კომბოსტო და მწვანილი, დაასხათ ცომი და ღუმელში მოათავსოთ. 



არ დაგავიწყდეთ ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.