» » » ნატალი პორტმანის დიეტა - როგორ დაიკლო მსახიობმა ფილმისთვის "შავი გედი"

ნატალი პორტმანის დიეტა - როგორ დაიკლო მსახიობმა ფილმისთვის "შავი გედი"

გენეტიკას დავას ვერ დაუწყებთ: თუ მოხდენილი ფიგურის მშობლებმა კარგი გენები გაგიზიარეს, თქვენ შეგიძლიათ ფუნთუშა ფუნთუშაზე მიირთვათ და ჯინსებში ყოველთვის მოხდენილად გამოიყურებოდეთ. თუ თქვენი მშობლები საკმაოდ მსხვილი სხეულის მქონე ადამიანები არიან, მთელი ცხოვრება მოგიწევთ გააკონტროლოთ თუ რა მიირთვათ.  



ყოველთვის სუსტ და მოხდენილ ჰოლივუდის მსახიობს კიდევ 12 კგ-ის დაკლება მოსთხოვეს. სხვას შეიძლება უარი ეთქვა, მაგრამ ფილმის "შავი გედი" წაკითხვის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ ეს ამად ღირდა. არც შემცდარა, რადგან ამერიკული კინემატოგრაფიული ხელოვნების და მეცნიერების აკადემიამ მას თავისი როლისთვის "ოსკარი" გადასცა. თუ ჰოლივუდის დიდება არ გსურთ (ვინ იცის), ვარსკვლავის საიდუმლოების ცოდნა ღირს. 

ნატალი პორტმანი - ვეგეტარიანელი





ნატალი არასდროს ცდილობდა ამისგან საიდუმლოს ან სენსაციის შექმნას, უბრალოდ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ფაქტის ახსნა სცადა: "მამაჩემი - ექიმია. ერთხელ, როცა 8 წლის ვიყავი, მან სამედიცინო კონფერენციაზე წამიყვანა. იქ ქირურგები ცოცხალ ქათამზე დემონსტრაციას ატარებდნენ. ფაქტმა, რომ ის მტანჯველი სიკვდილისთვის იყო განწირული იმდენად ცუდად გამხადა, რომ მას მერე პირში ხორცი არ ჩამიდია. ასეთი ცხოვრების აგიტაციას არასდროს ვაპირებდი, უბრალოდ ცხოველები ძალიან მიყვარს და ისე ვიქცევი, როგორც სინდისი მკარნახობს. ყველას აქვს არჩევანის უფლება". 





ჩვეულებრივ ცხოვრებაში, როცა როლი წონის ცვლილებას არ მოითხოვს, მსახიობი ბოსტნეულს და მწვანილს, ფლავს და ბოსტნეულის რაგუს მიირთმევს. მის მენიუში ბევრი პარკოსანი კერძი, პასტა, ბრინჯი და კინოა. მას ძალიან უყვარს ტაფუ და ხორბლის პური. 





თუ ნატალი პიცას ჭამს, მხოლოდ ვეგეტარიანულს, წახემსებისთვის კაკალს, ბატონის მიუსლს და ახალ დაწურულ წვენს ირჩევს. პასტა ყოველთვის მსახიობის საყვარელი კერძი იყო, მაგრამ მხოლოდ ხორბლის მაკარონს ირჩევს. 

დიეტური მენიუ 1 დღეზე






ერთ ჭამაზე მსახიობი მაქსიმუმ 300 გრ ან უფრო ნაკლებს ჭამდა. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ნატალიმ წინასწარ ექიმთან კონსულტანცია გაიარა, შემდეგ კი რეგულარულად შემოწმებაზე დადიოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აეცილებინა. 

საუზმე: კენკრის სმუზი რძით ან ვაშლის სმუზი სოიოს რძით. 

სადილი: პურის ნაჭერი მარცვლეულისგან, ბოსტნეულის სალათის 1 პორცია, 1 ბანანი. 

სამხარი: 9 ნუშის კაკალი. 

ვახშამი: ტოფუ ბოსტნეულით. 





მხოლოდ კვირაში ერთხელ საკუთარ თავს მაკარონის ჭამის უფლებას აძლევდა უცხიმო სოუსით და მშრალ ღვინოსთან ერთად. როგორც ნატალი ირწმუნებდა, ყველაზე რთული ტკბილეულზე უარის თქმა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა და სიამოვნებას სულ სხვა რაღაცის ჭამაში ხედავდა. 

თუ მკაცრ დიეტაზე სერიოზულად ფიქრობთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ რამდენის დაკლება გსურთ და ეს ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენს თუ არა. ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია. კუჭ-ნაწლავის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ასეთი რაციონი აკრძალულია. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.