პარაზიტებით ინვაზიის პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში
ჩვენს ორგანიზმში უცხო სხეულების, პარაზიტების მოხვედრა გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და წარმოგვიდგენია. ისინი იკვებებიან ჩვენივე, ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი და საჭირო საკვები ნივთიერებებით, რის შედეგადაც ირღვევა შინაგანი ორგანოების გამართული მუშაობა, რამაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას.
ძირითადი პრინციპები ჭიებით დაინფიცირების პროფილაქტიკისთვის ჩვენთვის ბავშვობიდანვე ნაცნობია: ქუჩიდან შინ დაბრუნებისას აუცილებელია ხელების საპნით დაბანა, არ უნდა მივეკაროთ და მოვეფეროთ ქუჩაში ბინადარ უპატრონო ცხოველებს და ა.შ. მიუხედავად გარკვეული ცოდნისა, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, რის შედეგადაც ჩვენი ორგანიზმი ჭიების საცხოვრებელ გარემო იქცევა და ჩვენი ჯანმრთელობა ზიანდება.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დღეს "რჩევების" რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ, თუ რა წესები უნდა დაიცვათ აუცილებლად, რათა არ იქცეთ პარაზიტების მსხვერპლად. თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, საიმედოდ შეძლებთ თავის დაცვას უცხო სხეულებისგან.
ჭიებით დაინფიცირების პროფილაქტიკა
- ხილი და ბოსტნეული არა უბრალოდ უნდა გარეცხოთ ცივი წყლით, არამედ დამდუღროთ. ეს წესი აუცილებლად უნდა დაიცვათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტი საკუთარი აგარაკიდან მოიგაქვთ.
- აუცილებლად უნდა გამორიცხოთ კვების რაციონიდან უმი თევზი და სუში. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზღვის თევზი მდინარის თევზზე გაცილებით ნაკლებად სახიფათოა, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჭიების კვერცხები შეიძლება ბინადრობდეს ნებისმიერი სახეობის თევზში, თუმცა ისინი ვერ უძლებს ზედმეტად დაბალ ან ზედმეტად მაღალ ტემპერატურას. სწორედ ამიტომ, თევზისგან კერძის მომზადებამდე რამდენიმე დღით ადრე მოათავსეთ ის საყინულეში და შემდეგ მოხარშეთ ან შეწვით.
- მოერიდეთ ნახევრად შემწვარ ხორცს ან სტეიკს, რომელსაც ჯერ კიდევ სისხლი გასდის. არ აქვს მნიშვნელობა, რა ცხოველის ან ფრინველის ხორცი იქნება ეს, თუ მომზადებისას გარკვეულ წესებს არ დავიცავთ და მას ბოლომდე კარგად არ შევწვავთ, ჭიებით დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალი იქნება.
- ნედლად შებოლილი ძეხვეული საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელია, რადგან მათი დამზადების პროცესის დროს არ ხორციელდება არანაირი შესაბამისი პროცედურა, რის შედეგადაც მასში ბინადარი ჭიები და მათი კვერცხები განადგურდებოდნენ. სწორედ ამიტომ, მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე შეინახეთ ასეთი პროდუქტები საყინულეში.
- მაქსიმალურად მოერიდეთ პიკნიკის მოწყობას ისეთ ადგილებში, სადაც მახლობლად ფერმები მდებარეობს.
ყველა მშობლემა კარგად იცის, თუ რამდენად რთულია შვილების დაცვა ჭიებისგან, რადგან ისინი ძალზედ ცნობისმოყვარეები და დაუკვირვებელნი არიან.
რაც არ უნდა დიდი ყურადღება გამოვიჩინოთ მშობლებმა, პატარების დაცვა ჭიებით დაინფიცირებისგან ძალიან რთულია, რადგან ისინი მუდმივად სამყაროს გამოვკლევის პროცესში იმყოფებიან.
ჭიებით ინვაზიის პროფილაქტიკისთვის, როგორც წესი, მცირეწლოვან ბავშვებში ნიშნავენ სპეციალურ აბებს, თუმცა ეს მეთოდი არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგან ასეთი სააფთიაქო პრეპარატებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
ცნობილი პედიატრი და ექიმი ევგენი კომაროვსკი ამბობს: "ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ფორმურილებით "ყოველი შემთხვევისთვის" - დამღუპველი შეცდომაა. თუ პატარა რაიმეს არ უჩივის და მას ყველაფერი ნორმაში აქვს, ნებისმიერი სახის წამლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პარაზიტებით ინვაზიის ლოგიკური ეჭვი, აუცილებელია ანალიზების, გამოკლევების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან ჭეიბის სხვადასხვა სახეობების წინააღმდეგ საბრძოლველად ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, როდესაც საქმე სპეციალური აბების შინაგანად მიღებას ეხება".
საუკეთესო პროდუქტები ბავშვებში ჭიების პროფილაქტიკისთვის
- გოგრის თესლი ერთ-ერთი საუკეთესო ჭიების საწინააღმდეგო ნატურალური პროდუქტია. ჰელმინთების გასანადგურებლად, გაანებივრეთ შვილები მსუბუქად შემწვარი, მოხალული გოგრის თესლით.
- ნიორი კიდევ ერთი საკმაოდ ეფექტური და ძლიერმოქმედი ნატურალური პროდუქტია ჭიებისა და პარაზიტების პროფილაქტიკისთვის. შეგიძლიათ მიაღებინოთ ეს პროდუქტი შვილებს ნედლი სახით ან მოამზადოთ მისგან სპეციალური ნაყენები. ჭიების გასანადგურებლად არაჩვეულებრივია რამდენიმე კბილი დანაყული ნივრის, რძისა და თაფლის კომბინაცია. ის სწრაფად და ეფექტურად გამოდევნის პარაზიტებს ორგანიზმიდან.
- კაკალის ბირთვისგან დამზადებული ნაყენი ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში ბინადარი ჭიებსა და პარაზიტებს. აიღეთ ერთი მუჭი კაკლის ბირთვი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებულია ამ ნაყენის მიღება 25 მილილიტრის ოდენობით, ხოლო 2 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის - 10 მლ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზარიეთ სტატია მეგობრებსაც, რათა ისინიც ფლობდნენ ამ ცოდნას. გისურვებთ ჯანმრთელობას!