» » » პარაზიტები და ნაწლავური ჭიები, როგორ ვებრძოლოთ მათ ხალხური საშუალებებით

პარაზიტები და ნაწლავური ჭიები, როგორ ვებრძოლოთ მათ ხალხური საშუალებებით

პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული გართულებები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მოსახლეობა სათანადო ყურადღებით არ ეკიდება. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ბავშვთა და მოზარდების პრაქტიკაში. ჭიები ბევრს ყავს მაგრამ თუ მას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, ამან შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ჭიების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები ასეთია:
  • 1 ჭიქა ცხელ წყალში ჩავასხათ 1 ს/კ ნიშადურის სპირტი და რაც შეიძლება კარგად შევისუნთქოთ ცხვირით და პირითაც.

  • 5 ცალი ანტონოვკა კანიანად დავჭრათ წვრილად, დავასხათ 5 ჭიქა წყალი და მოვხარშოთ, გავწუროთ ნაჭერში, დავუმატოთ 1/3 ჩ/კ.

  • დაფქვილი წიწაკა და 100 გრ ბადაგი, წამოვადუღოთ, შემდეგ გავწუროთ და დავლიოთ 1 სირჩა დილას უზმოზე და ძილის წინ. ბავშვებს მიეცით ამ დოზის ნახევარი.

  • ეფექტური საშუალებაა ( სოლიტერის არსებობის დროსაც) ყოველდღე უზმოზე 1 დესერტის კოვზით რომის მიღება.

  • გოგრის თესლები კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ ღუმელში. ძილის წინ დავლიოთ აბუსალათინის ზეთი, დილით შევჭამოთ 1 ჭიქა გოგრის თესლი ( გასუფთავებული), ნახევარი ჭიქა 3 საათზე და ამდენივე საღამოს (3 დღის განმავლობაში). ამ პერიოდში ვიკვებოთ შეზღუდულად.

  • 100 გრ ბროწეულის ქერქს დავასხათ 4 ჭიქა და დავტოვოთ 12 სთ. შემდეგ ვადუღოთ სანამ 2 ჭიქამდე არ დადუღდება. მომზადებული ნახარში მივიღოთ უზმოზე 3 დღე. თუ სოლიტერი არ გამოვიდა ბოლო მიღებიდან 3 საათის შემდეგ, მაშინ მივიღოთ 1-3 ს/კ აბუსალათინის ზეთი.

  • სექტემბრის დასაწყისში შევაგროვოთ გვიმრის ძირები, გავახმოთ, დავაყენოთ და გავცრათ. მოზრდილებს მიეცემათ უზმოზე 2 გრ ან საღამოს 2-3-ჯერ. ბოლო მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ დავლიოთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.