ციმბირელი ხალხის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს "რჩევების" რედაქცია სიხარულით გიზიარებთ. გაიგეთ, თუ რით არის სასარგებლო ციმბირული სოჭის ზეთი და როგორ გამოვიყენოთ სწორად, რომ თავი მხნედ, ენერგიულად და ჯანმრთელად ვიგრძნოთ. სტატიის ბოლოს კი მცირე ბონუსი ნახეთ - ბაბუის მალამოს რეცეპტი 100 დაავადების სამკურნალოდ, რომელიც სოჭის ზეთზე არის დაფუძნებული.
სოჭის ზეთი
ძველი დროიდან მოყოლებული სოჭის ზეთი თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი და დღესაც ასევე პოპულარულია. ზეთს როგორ ხალხურ, ასევე ოფიციალურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენებენ: მისი ანტი მიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტი რევმატული, ანტისეპტიკური, აღმდგენი თვისებები ოქროს წონის არის!
სოჭის ზეთი ჯანმრთელობის და სილამაზის შესანარჩუნებლად
1. ნივთიერებათა ცვლა
ციმბირული სოჭის ეთეროვანი ზეთი - მეტაბოლიზმის შესანიშნავი სტიმულატორია. წიწვოვან ზეთს აქვს შარდმდენი თვისება, ზედმეტი სითხე შესანიშნავად გამოაქვს, თირკმლების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, მათ ტოქსინების გამოდევნაში ხელს უწყობს.
სოჭის ზეთი რეკომენდებულია მოწამვლის დროს, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები სწრაფად გამოაქვს და მათ მავნე ზემოქმედებას თავიდან აგაცილებთ. რამდენიმე წვეთი ზეთი ინჰალაციის, აბაზანის მიღების ან საუნაში ყოფნის დროს მსუბუქ დეტოქსს ჩაგიტარებთ და შლაკებისგან გაგწმენდთ.
2. სტრესი
ტკბილი წიწვოვანი არომატი დაღლილობას შესანიშნავად ებრძვის, ემოციურ დაძაბულობას ხსნის და განწყობას აუმჯობესებს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, ქრონიკულ სტრესს მოგიხსნით, ნერვოზს შესანიშნავად ებრძვის, უძილობას კურნავს, ჰარმონიას და სიმშვიდეს დაგიბრუნებთ. 2-3 წვეთი ზეთი არომატის გამავრცელებში ჩაასხით ან 15-20 წვეთი ზეთი აბაზანაში - რელაქსაცია გარანტირებული გექნებათ!
3. ტკივილი
სოჭის ზეთის მდიდარი შემადგენლობა მას შესანიშნავ ტკივილგამაყუჩებლად აქცევს. სოჭის ზეთის ორთქლის შესუნთქვა ართრიტის და სხვა რევმატული დაავადების ტკივილს შეგიმსუბუქებთ. სოჭის ზეთი უნივერსალური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია, რადგან სიწითლეს, შეშუპებას და ტკივილს სწრაფად აქრობს.
4. ინფექცია
სოჭის ზეთი - ზედა სასუნთქი გზების, ფილტვების, გრიპის, ბრონქული ასთმის და პნევმონიის დროს შესანიშნავი პროფილაქტიკის და სამკურნალო საშუალება არის. ზეთს დამამშვიდებელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, გაღიზიანებას ხსნის და ანთებას აქრობს.
სამკურნალო ზეთი პროვიტამინებით და ფიტონციდებით მდიდარი არის, სწორედ ამიტომ ორგანიზმის გასაძლიერებლად და დასაცავად შესანიშნავია. ეთეროვანი ზეთი რეკომენდებულია საშარდე გზების ინფექციის დროს: ცისტიტის ან პროსტატის კომპლექსური მკურნალობის დროს თბილი აბაზანა მიიღეთ, წყალში 10-15 წვეთი ზეთი დაუმატეთ.
5. ტრავმები
დეზინფექციის, ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო სოჭის ეთეროვანი ზეთი სისხლჩაქცევების და სხვა მექანიკური ტრავმების დროს ფართოდ გამოიყენება. ზეთი სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, ასევე კანს ინფექციებისგან წმენდს. სოჭის ზეთი შესანიშნავად ებრძვის სოკოვან ინფექციებს, ამ შემთხვევაში უმჯობესია აპლიკაციის, ლოსიონის ან აბაზანის სახით გამოიყენოთ.
6. თვალის ჯანმრთელობა
კატარაქტა და მხედველობის სხვა პრობლემები ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების არსებობასთან არის დაკავშირებული. სოჭის ზეთი ეფექტური ანტიოქსიდანტია, რომელიც რადიკალებს ანეიტრალებს და ოფთალმოლოგიურ პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება.
7. კანის მოვლა
სოჭის ზეთი იდეალურია აბსცესის, ფურუნკულოზის, აკნეს მკურნალობისთვის. შესანიშნავად ებრძვის შეშუპებას, ნაოჭებს, კანს ატენიანებს, ლიფტინგის ეფექტი აქვს, კანს მნიშვნელოვნად აახალგაზრდავებს.
კოსმეტიკური მიზნით რეკომენდებულია 2-3 წვეთი ზეთის დაზიანებულ ადგილას მასაჟური მოძრაობით შეზელვა. სოჭის ზეთი ეფექტური დახმარეა ოფლიანობის დროს, ასევე ფეხის დერმატოზებს შესანიშნავად ებრძვის.
სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებას თანასწორი არ ჰყავს: ეს გასაოცარი ბიოლოგიურად აქტიური ექსტრაქტი ჯანმრთელობას და სილამაზეს გაჩუქებთ, ამასთან ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს. თუ სამკურნალო ზეთს სხვადასხვა სამკურნალო ინგრედიენტებს შეურევთ, 100 დაავადების სამკურნალო ნამდვილ ელექსირს მიიღებთ.
"რჩევების" რედაქცია უნიკალურ რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც ხერხემლის თიაქარს და სახსრების ტკივილს უხდება. ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ, მოამზადოთ ნარევი და უსიამოვნო სიმპტომებს წამიერად დაივიწყებთ.
ინგრედიენტები
- 5 ტაბლეტი მუმია
- 1 ს/კ სოჭის ზეთი
- 3 ს/კ თაფლი
- წყალი
მომზადება და გამოყენება
1. 5 ტაბლეტი მუმია 5 წვეთ წყალს აურიეთ. კბილის ჩოთქით კარგად აურიეთ. თუ მუმია საკმაოდ სქელია, კიდევ რამდენიმე წვეთი სითხე დაუმატეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ.
2. მუმია სოჭის ზეთს და თაფლს აურიეთ, ქილაში მოათავსეთ და ჰერმენტულად დაახურეთ.
3. მზადაა! მალამო ცივ ადგილას შეინახეთ, საჭიროების შემთხვევაში კანზე თხელ ფენად წაისვით, ოდნავ შეიზილეთ.
მისაღები, იაფი და სასარგებლო სოჭის ზეთი თქვენს აფთიაქში აუცილებლად უნდა იყოს! სასიამოვნო არომატი და შეუფასებელი შემადგენლობა მას ნამდვილად სამკურნალო პროდუქტად აქცევს, რომელიც ბუნებამ გვაჩუქა.
თქვენს სააფთიაქო ყუთში სოჭის ზეთი არის? აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, როგორ იყენებთ სოჭის ზეთს და როგორი უჩვეულო და სასარგებლო თვისებები იცით, სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ.