» » » პაროდონტოზის, კბილის ტკივილის და ფურუნკულის მკურნალობა სოჭის ზეთით

პაროდონტოზის, კბილის ტკივილის და ფურუნკულის მკურნალობა სოჭის ზეთით

სოჭის ზეთს არა მარტო სამკურნალო, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულებაც გააჩნია. სოჭის ზეთი მიიღება სოჭის წიწვებისა და ახალგაზრდა ამონაყარისგან. სოჭის ზეთის ოთახში გასხურება ხელს უწყობს დაავადების გამომწვევი მიკრობების დაღუპვას, ცუდი სუნის გაქრობას (საპირფარეშოშიც კი) სამზარეულოში და ოთახებში. ტოვებს სასიამოვნო მსუბუქ სოჭის ტყის სურნელს. ის ასევე შეუცვლელი ნატურალური დეზედორანტია, რომელიც ამცირებს ოფლის გამოყოფას.

უკუჩვენება: არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დაავადებული ადამიანებისთვის და ფეხმძიმე ქალებისათვის.

პაროდონტოზი, კბილის ტკივილი

პირის ღრუს დაავადებების დროს, კარგი საშუალებაა ზეთით დასველებული ბამბის ან ბინტის ტამპონის მტკივან კბილზე ან ღრძილზე დადება 15-20 წთ-ით. კბილის ტკივილისას პროცედურა გაიმეორეთ 1,5-2 სთ-ის შემდეგ. პარადონტოზის დროს რეკომენდებულია 15-20 აპლიკაციის ჩატარება: მკურნალობის კურსს გაიმეორებთ 6 თვის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის დროს არ დაუშვათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამწვრობა.

ფურუნკული, კარბუნკული, პარანიციუმი

ამ დროს შესანიშნავი შედეგი აქვს შემდეგი პროპორციით მომზადებულ მალამოს: 7 ნაწილი სოჭის ზეთი და 3 ნაწილი "ვიშნევსკის მალამო" შეურიეთ ერთმანეთში. წაუსვით მიღებული შემადგენლობა მარლაზე და დაადეთ დაზიანებულ ადგილებზე. გადავაფაროთ კომპრესის ქაღალდი და შევახვიოთ. ნახვევი შევცვალოთ 2-3 - ჯერ დღეში. ისეთ ადგილებში, სადაც კანი შედარებით სქელია, შესაძლებელია სუფთა სოჭის ზეთის სახვევების გაკეთება, ოღონდ ამ დროს შესაძლოა მცირეოდენი წვა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.