მარჯვენა ხელის დიდი თითის ბალიშებით მოვძებნოთ ქვედა ყბის მარჯვენა მხარეს საძილე არტერიის პულსაცია, ხოლო საჩვენებელი თითით ტრაქეის მარჯვნივ, დავაჭიროთ ისე, რომ პულსაციას ვგრძნობდეთ. დავითვალოთ 10-მდე. შემდეგ შევაჩეროთ, ამოვისუნთქოთ და კვლავ გავაგრძელოთ. 3-ჯერ დაჭერის შემდეგ იგივე გავაკეთოთ ყელის წინა და გვერდით არეზე.
შემდეგ, ორივე ხელის შუათითებით 3-ჯერ დავაჭიროთ თავის ქალის (ბორცვის) ქვემოთ განლაგებულ წერტილებზე და ცოტა ზემოთ. დავაჭიროთ 3-ჯერ და დავითვალოთ 10-მდე. ყველა ჯერზე წნევა უნდა გაიზარდოს. ამის შემდეგ სამი თითით დავაჭიროთ ხერხემლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კისრის ზოლში და დავყვეთ ქვემოთ. დავაჭიროთ 3-ჯერ და კვლავ დავითვალოთ 10-მდე (თითოეულ დაჭერაზე). შემდეგი დაჭერა კვლავ სამი თითით მოვახდინოთ, რომლებიც უნდა განვალაგოთ მუცლისზედა მიდამოში ორივე მხარეს.
ჰიპერტონიული დაავადების დროს რეკომენდებულია მარცხენა ფეხის ტერფზე ზემოქმედება. წერტილოვან მასაჟს დიდი, საჩვენებელი და საშუალო თითებით ატარებენ. მასაჟის დაწყებამდე ტერფს ოდნავ დაზილავენ და მერე იწყებენ დაჭერას.
მაგნიტოთერაპია
I და II სტადიის ჰიპერტონიულ დაავადებას მკურნალობენ 2 მმ სისქის 5-7 მმ დიამეტრის პატარა მაგნიტებით.
მაგნიტების განლაგების ადგილები:
1) ქვედა ყბის ოდნავ ქვემოთ მკერდისა და ლავიწის კუნთის წინ მარჯვენა საძილე არტერიასთან;
2) ყურის ნიჟარის უკან კისრის ჩაღრმავების ორივე მხარეს;
3) იდაყვის მოხრის ადგილზე;
4) ორივე ხელის მაჯის მოხრის ზედა მხარეს.
მიკრომაგნიტების დადებამდე უნდა მოვამზადოთ კანი: ის უნდა იყოს მშრალი და სუფთა. მიკრომაგნიტი უნდა მოვათავსოთ კანისკენ მიმართული ჩრდილოეთი პოლუსით და დავამაგროთ ლეიკოპლასტირით მარჯენა ყურის უკან საძილე არტერიის ზემოთ.
იაპონელი სპეციალისტები ავადმყოფებს ურჩევენ მიკრომაგნიტების 8 დღის განმავლობაში მუდმივად ტარებას. ამ დროს მაგნიტები 3 დღეში ერთხელ უნდა შეიცვალოს სუფთა მაგნიტებით და კანიც კარგად უნდა გაიწმინდოს. სერბი მედიკოსები გვირჩევენ მიკრომაგნიტების მუდმივად ტარებას მათი ადგილმდებარეობის 5-7 დღეში ერთხელ შეცვლით. რუსი ექიმები კი თვლიან, რომ მიკრომაგნიტები მხოლოდ 20-30 წუთის განმავლობაში უნდა ეკეთოს ავადმყოფს, რადგან ლეიკოპლასტირი კანს აღიზიანებს. სახალხო მკურნალები კი გვირჩევენ მიკრომაგნიტების 2-3 დღით მუდმივად ხმარებას, მათი განლაგების ხშირი მონაცვლეობით (ჯერ საძილე არტერიასთან, შემდეგ ხელებზე, კეფის ფუძესთან და ა.შ.). მარჯვენა ხელზე ლეიკოპლასტირით დამაგრებული მიკრომაგნიტის ნაცვლად შეიძლება მაგნიტური სამაჯაურის ტარებაც. სამაჯურს არ იხსნიან 10 დღის განმავლობაში, შემდეგ 10 დღეს ისვენებენ და ამ დროს მიკრომაგნიტებს სხვა ადგილებში ათავსებენ. მაგნიტებით მკურნალობა, პირველივე დღეებში ეფექტის მოცემის შემთხვევაშიც კი ძალიან ხანგრძლივია. ჰიპერტონიის საწყის სტადიაზე მაგნიტურ კლიპსებსაც იყენებენ.