» » » ჰეპარინის მალამო სახისთვის: განახლებული და დაჭიმული სახე გამოყენებიდან რამდენიმე დღეში

ჰეპარინის მალამო სახისთვის: განახლებული და დაჭიმული სახე გამოყენებიდან რამდენიმე დღეში

რომელ ქალს არ სურს ყოველთვის ახალგაზრდა და ლამაზი იყოს? თუმცა პირველი ნაოჭები ჯიუტად ჩნდება, მაშინ როცა საერთოდ არ ელოდებით - 25-30 წლის ასაკში "ბატის თათების" პრობლემა უკვე აქტუალური ხდება. 



ბევრი ქალისთვის ეს არა უბრალოდ კოსმეტიკური პრობლემაა, არამედ საკუთარ თავში თავდაუჯერებლობის მთავარი მიზეზი. ნაოჭები თვალებთან და ჩამოწეული სახის კონტურიც არ გვახარებს. 



ბიუჯეტური კოსმეტიკური საშუალება ყველას არ შველის, ხოლო "ლუქს" კლასის კრემებისთვის ფინანსები ყოველთვის არ გვყოფნის. ყველასთვის ხელმისაწვდომი ჰეპარინის მალამო ასეთ პრობლემებს 100 %-ით გაუმკლავდება!

ჰეპარინის მალამო სახისთვის

სახის გაახალგაზრდავება მისი მთავარი დანიშნულება არ არის, მიუხედავად ამისა ჰეპარინის მალამოს გარეგნული მხარის გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია. ეს არც თუ ისე ძვირი, უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა, რომლის გამოყენებაც როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს შეუძლიათ, რომლებიც დაბერების პირველი ნიშნებით არიან შეწუხებულნი.



მედიცინაში ამ სამკურნალო პრეპარატს სისხლძარღვების სანათურის გასაფართოებლად, მათ გამტარობის გასაზრდელად, ქსოვილის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ჰეპარინის მალამოს უნიკალური თვისება მისი შემადგენლობით არის განპირობებული, რომელიც უფრო დეტალურად უნდა იქნას განხილული.

1. ჰეპარინი - ანტიკოაგულანტის, შედედების საწინააღმდეგო საშუალების მნიშვნელოვანი ელემენტი. ძირითადი ფუნქცია - სისხლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება, თრომბო ემბოლის შეფერხება, შეშუპების მოცილება, ეპიდერმისის განკურნება, უკვე ჩამოყალიბებული თრომბის დაშლა. 



2. ბენზილი ნიკოტინატი მცირე ზომის სისხლძარღვებს აფართოებს, სისხლის ნაკადის ბიოქიმიურ პროცესებს ააქტიურებს, რითაც ჰეპარინის ეფექტი იზრდება. 

3. ბენზოკაინი სისხლძარღვების შევიწროებით და გაჭედვით გამოწვეულ მტკივნეულ შეგრძნებებს აქრობს, ადგილობრივ ტერიტორიაზე ზოგადი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. 

4. გაწმენდილი წყალი, ატმის ზეთის ექსტრაქტი, მჟავები და ვაზელინი - კომპონენტები, რომელთა მთავარი დანიშნულებაა ზემოთ მოხსენებული ნივთიერებების ღრმა ფენებში შეუფერხებელი წვდომა. 

ჰეპარინის მალამოს უპირატესობა და ნაკლოვანება

ჰეპარინის მალამო სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კანის ქსოვილზე მეტაბოლური პროცესები ბუნებრივი გზით ნორმაში მოდის - ყოველგვარი ქიმიური პრეპარატების შეყვანის გარეშე. 

ჩვენი კანი კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების შემცირების გამო ბერდება. ჰეპარინის მალამო მათ გამომუშავებას ააქტიურებს და დაჭიმვის, პლასტიკური ქირურგიის გარეშე აახალგაზრდავებს. 



ის ნებისმიერ აფთიაქში რეცეპტის გარეშე არის ხელმისაწვდომი, ერთი 25 გრამიანი შეფუთვა სულ რაღაც თეთრები ღირს. ზოგიერთი ქალისთვის სწორედ ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. მალამო კარგად ისმება და ალერგიულ რეაქციებს არ იწვევს, ამასთან კანის მდგომარეობას სწრაფად აუმჯობესებს. 

ეფექტი პირველი გამოყენების შემდეგ ჩანს - სახე უფრო რბილი და დაჭიმული ხდება. ხოლო თუ მალამოს კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენებთ, ნაცნობები შედეგით აუცილებლად დაინტერესდებიან და შეგეკითხებიან, პლასტიკურ ქირურგთან რომელი პროცედურის ჩატარება გარისკეთ. 

ამ სააფთიაქო საშუალების გამოყენების ერთადერთი უკუჩვენება - ალერგია ჰეპარინის მალამოზე. გარდა ამისა, მალამო ფრთხილად უნდა გამოიყენოს მათ, ვისაც საშვილოსნოს და სხვა სისხლდენისადმი მიდრეკილება აქვთ. 

როგორ გამოვიყენოთ ჰეპარინის მალამო

ჰეპარინის მალამოს კოსმეტიკური მიზნით გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია მალამოს აქტიურ ნივთიერებებზე ორგანიზმის რეაქცია შეამოწმოთ. 



ამისთვის კანის პატარა მონაკვეთზე (უმჯობესია წინამხარი ან მაჯა 3х3 სმ), შემდეგ ეპიდერმისის მდგომარეობას მთელი დღის განმავლობაში დააკვირდით. თუ შეწითლება, ქავილი ან გამონაყარი არ გაქვთ, მალამო შეგიძლიათ კოსმეტიკური მიზნით გამოიყენოთ. 



ჰეპარინის მალამო შეგიძლიათ სხვა სააფთიაქო პრეპარატთან ან კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად გამოიყენოთ. მაგ., დილით შეგიძლიათ ჩვეული დამატენიანებელი კრემი წაისვათ, საღამოს - ჰეპარინის მალამო. საშუალება კანზე თანაბრად ნაწილდება და სწრაფად იწოვება, თვალების ქვეშ თითის ბალიშებით ისმევენ, ხოლო სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით. 

ჰეპარინის მალამოს ძალიან სქელი ფენის წასმა დღეში 2-ზე მეტად არ ღირს. ქალები და გოგოები, რომლებმაც ეს საშუალება გამოიყენეს, სახის კანის მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებას აღნიშნავდნენ - ელასტიურობა და დაჭიმულობა გაიზარდა, ფერი უფრო თანაბარი გახდა. 3 დღის შემდეგ თვალების ქვეშ ჩამუქებები უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა, შეშუპება გაქრა, ხოლო "ბატის თათები" გასწორდა. 

აკნეს სამკურნალოდ

სახეზე აკნეს სამკურნალოდ გეპარინის მალამოს კურსი მაქსიმუმ 10 დღე. ხშირ შემთხვევაში მალამოს მანამ ისმევენ სანამ კანზე ანთებითი პროცესი არ გაქრება. მალამო რომ სწორად გამოიყენოთ, აუცილებელია წინასწარ კანის ცხიმის მოშორება სპირტის გამოყენებით. 



გეპარინის მალამო აკნესთვის პრობლემურ ადგილას ძალიან თხელ ფენად ისმება. მნიშვნელოვანია წერტილოვნად წაისვათ და არა მთელ სახეზე. მალამო უფეროა, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ დილით და ღამით გამოიყენოთ. 

ბევრი პაციენტი კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას აწყდება: აკნეს მოშორების შემდეგ ნაწიბურები, შრამები და ჰიპერპიგმენტაცია იქმნება. გამოდის, რომ ჰეპარინის მალამო ნაწიბურების და კანის დეფექტების მოსაშორებლად კარგი საშუალება არის. კანის ასეთ პრობლემურ ადგილას მალამო დღეში 3-ჯერ წაისვით. 

ჰეპარინის მალამო ჩალურჯების დროს

ამ მიზნით ჰეპარინის მალამოს გამოყენების ხანგრძლივობა 5-დან 20 დღემდეა, რომელიც ჰემატოტის ზომაზე არის დამოკიდებული. ინსტრუქციის თანახმად, პროდუქტი მსუბუქი მასაჯისტური მოძრაობებით დღეში რამდენჯერმე უნდა შეიზილოთ. ღამის კომპრესები ასევე ძალიან ეფექტურია და მკურნალობის პროცესს აჩქარებს. 

ნიკოტინის მჟავა, რომელიც მალამოში შედის, სითბოს შეგრძნებას და მანიპულაციის ზონაში ოდნავ სიწითლეს იწვევს - ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ალერგიულ რეაქციად არ ითვლება. აღსანიშნავია, რომ გამოყენების კურსის დროს სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენება, მაგ. ასპირინი არ შეიძლება. 

თუ გამოყენების შემდეგ ქავილს გრძნობთ და სიწითლე გაქვთ, მალამოს გამოყენება შეწყვიტეთ, ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ და დიდი რაოდენობით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ინტენსიური გაღიზიანების შემთხვევაში ან სისხლდენის დროს ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია. 

კანის განახლება და მისი დამცავი ფუნქცია დამოკიდებულია იამზე, თუ კანი რამდენად დატენიანებულია შიგნიდან და გარედან. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.