» » » სააფთიაქო მალამოები ნაოჭების წინააღმდეგ. როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება ამ ბრძოლაში!

სააფთიაქო მალამოები ნაოჭების წინააღმდეგ. როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება ამ ბრძოლაში!

ყველა განცდილი ემოცია და სტრესი თქვენს სახეზე კვალს ტოვებს. ადვილია საუბარი - არ ინერვიულო! საკუთარ თავზე ვიცი, ყოველთვის არ გამომდის. იტანჯება კანი, იტანჯება გარეგნული მხარე. გაჩენილი ნაკლოვანებების დაფარვას ცდილობთ დეკორატიული კოსმეტიკით, რომლებიც ასევე კარგ გავლენას არ ახდენს. 

პრობლემა უნდა გადავჭრათ და არ გადავდოთ! დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ხელმისაწვდომ სააფთიაქო მედიკამენტს, რომლებიც სწრაფი გაახალგაზრდავებისთვის გამოიყენება. ძვირადღირებულ კრემებს არაფრით ჩამოუვარდება.



ბოტოქსის ნაცვლად
  1. რეტინოევას მალამო

    მალამოს შემადგენლობაში არის რეტინოლი. რეტინოლი - მთავარი სამკურნალო ინგრედიენტია, ასევე ცნობილია როგორც A ვიტამინი. მთავარი საშუალება დაბერების ნიშნების წინააღმდეგ, რეტინოლი კანის უჯრედების ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ვიტამინს დაგროვების უნარი აქვს, გამოიყენეთ მალამო კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ!



  2. "რადევიტი"

    მალამო, რომლის შემადგენლობაშიც შედის A, E, D ვიტამინები. გამოიყენეთ დღეში ერთხელ, ეფექტი არ დააყოვნებს!



  3. თუთიის მალამო

    თუთია კანს მზის სხივების ზედმეტი გავლენისგან იცავს. მალამოს გამომშრობი თვისება აქვს - გამოიყენეთ დამატენიანებელ კრემთან ერთად. 



  4. გიდროკორტიზონოვის მალამო

    გამოიყენეთ ზომიერად! უნივერსალური დამხმარე მწერების ნაკბენის დროს, მალამო შესამჩნევად აშორებს კანის ზედა ფენას და მასში ტენს აჩერებს, ამით გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ქმნის. 



  5. "რელიფი"

    ცნობილი საშუალება ბუასილის სამკურნალოდ. მალამოს შემადგენლობაში შედის ზვიგენის ღვიძლი, რომელიც უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. თვალების ქვეშ შეშუპება და ჩანთები რამდენიმე წასმის შემდეგ გაქრება.



  6. გეპარინის მალამო

    თვალების ქვეშ მუქ წრეებს ამცირებს და მიმიკური ნაოჭების პრობლემას გადაჭრის. ფრთხილად იყავით და მხოლოდ პრობლემურ ადგილას წაისვით. 



  7. "სოლკოსერილი"

    შესანიშნავ ეფექტს იძლევა. მალამო მთელ სახეზე ისმევა. დიახ, თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანზეც კი. შემოწმებულია - მუშაობს!



სააფთიაქო მალამოები სერტიფიცირებულია და გონივრული გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხო. აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია სანამ კანის გაახალგაზრდავების კურსს დაიწყებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გახსოვდეთ - სიბერეს ვერ გააუქმებთ, მაგრამ მისი გადადება შეიძლება! გაუზიარეთ საინტერესო რჩევები თქვენს მეგობრებს. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.