ფარისებრ ჯირკვალში სისხლის მიმოქცევის სიჩქარე ყველაზე მაღალია. ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ცალკეული გრამი 1 წუთში 5 ლ სისხლს ატარებს.
ჰიპერთირეოზის ნიშნებია:
რეფლექსების გაძლიერება, ნერვული სისტემის აღგზნებადობა, პულსის გახშირება, ადვილად დაღლა, კიდურების ტრემორი (კანკალი), ოფლიანობა, სიგამხდრე და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვანი მომატება.
კვალიფიციური მკურნალობის არარსებობისას დაავადება შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.
მედიკამენტური მკურნალობა
ჰიპერთირეოზის მკურნალობაში გამოიყენება ის პრეპარატები, რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, ასევე, იოდის პრეპარატები (მცირე დოზებით).
ხალხური საშუალებები
ჰიპერთირეოზის დროს სასარგებლოა სხვადასხვა მცენარეული ნაკრების გამოყენება.
ნაკრები N1
ერთმანეთს შევურიოთ 3 წილი წითელი კუნელის ნაყოფი, კრაზანას ბალახი, ბარამბოს ბალახი, ტეგანის ბალახი, სვიის ნაყოფედი, ყავისფერი ასკილის ნაყოფი, 2 წილი ძიძოს ბალახი, გულყვითელას ყვავილი, ასფურცელას ყვავილი, 4 წილი ლამინარია და სალბის ბალახი.
მომზადების წესი:
1ს/კ ნარევს დავასხათ 250 გრ ცხელი წყალი და ვადუღოთ 1 წთ. დავაყენოთ 3 სთ-ით და გავწუროთ. მივიღოთ 2-3 ჩ/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ნაკრები N2
ერთმანეთს შევურიოთ 2 წილი ოშოშას ბალახი, მაისის შროშანის ფოთლები, აბზინდას ბალახი, ცირცელის ნაყოფი, ქონდრის ბალახი, ყავისფერი ასკილის ნაყოფი, 3 წილი ბერულას ბალახი, 5 წილი ცეცხლეკალას ბალახი, ლამინარია, 1 წილი ბაღის პიტნის ფოთლები და ფარსმანდუკის ბალახი.
მომზადების წესი:
1 ს/კ ნარევს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 1 წთ, დავაყენოთ 4 სთ-ით, შემდეგ გავწუროთ და გავაციოთ. მივიღოთ 3 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.