» » » მწვავე და ქრონიკული გასტრიტის სამკურნალო ხალხური საშუალებები

მწვავე და ქრონიკული გასტრიტის სამკურნალო ხალხური საშუალებები

კუჭის საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა. აქ გროვდება დაღეჭილი, ნერწყვთან არეული საკვები და იწყება მისი ქიმიური გადამუშავება - მონელება. საკვები ნივთიერებების მონელება ფერმენტების გავლენით ხორციელდება. მათი აქტიური მოქმედებისათვის საჭიროა კუჭის წვენის მარილმჟავა. შემდეგ საჭმლის მონელება ნაწლავებში გრძელდება და ნაწლავებშივე ხდება ნივთიერებების შეწოვა.
გასტრიტის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა წარმოშობის კუჭის დაზიანებები. მათი ცოდნა საჭიროა იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადება.

მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს შემდეგ საშუალებებს იყენებენ:
  • აიღეთ ხელბალახას ყლორტი - 1 წილი, არნიკას ყვავილი - 1 წილი, კუნელის ყვავილი - 1 წილი, იის ყვავილი - 1 წილი, ხარისჩლიქას ფოთოლი - 1 წილი, ქრისტესისხლას ბალახი, ფესვი - 1 წილი, შვიტას ბალახი - 1 წილი, ხეჭრელის ქერქი - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.

  • კომბოსტოს წვენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის და ნაღვლის დაავადებების დროს. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ თბილი წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე. წვენი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა.

  • არ მიიღოთ ტომატის წვენი, ხოლო მწვავე და ქრონიკული გასტრიტის დროს - კიტრი.

  • ნებისმიერი სახის გასტრიტის დროს დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დალიეთ 20 მლ. ანადუღარი წყალი - ის კუჭის კედლებიდან ჩამორეცხავს ლორწოს. წყალი ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით დალიეთ.

  • კულმუხოს ღვინო: ერთ ბოთლ კაგორზე, ან პორტვეინზე აიღეთ 1 ს/კ კულმუხოს ნედლი ფესვი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ თაფლი. მიიღეთ 2-3 ჯერზე თითო სირჩა, ჭამის შემდეგ.

  • ქრონიკული გასტრიტის, წყლულის დროს, ასევე, მსხვილი ნაწლავის ანთების დროს, ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, მიირთვით 8 გრ პროპოლისი, უმჯობესია უზმოზე, პროპოლისი დიდხანს უნდა დაღეჭოთ.

  • სალათის ფოთლების ნაყენს იყენებენ ქრონიკული გასტრიტის დროს. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 -2 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში, ან 1 ჩ/ჭ ძილის წინ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.