ბირკავას გადასავლები საშუალება ქერტლის წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- ბირკავას ძირები - 100 გრ
- წყალი - 3 ლ
მომზადების წესი: ნედლეული დავაქუცმაცოთ, დავასხათ წყალი, დაცდგათ ნელ ცეცხლზე. ვადუღოთ სითხის განახევრებამდე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
ბირკავას ზეთი ქერტლის საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები: - ბირკავას ზეთი - 40 მლ
- გულყვითელას სპირტიანი ნაყენი - 50 მლ
მომზადების წესი: ბირკავას ზეთი დავუმატოთ გულყვითელას ნაყენს და ნარევი კარგად ავთქვიფოთ.
მომზადებული მასა ბამბის ტამპონით წავისვათ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, თითების ბოლოებით 10 წთ-ის მანძილზე გავიკეთოთ თავის კანის მასაჟი. შემდეგ შემოვიხვიოთ ბამბის ქსოვილი, დავუხუროთ ცელოფნის ქუდი და გავაჩეროთ ნიღაბი 20 წთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი 1 თვე.
ბირკავას ზეთის და სალიცილის მჟავის ნიღაბი ქერტლის საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები: - ბირკავას ზეთი - 40 მლ
- სალიცილის მჟავას ხსნარი - 10 მლ
- არაყი - 200 მლ
მომზადების წესი:
ბირკავას ზეთს დავუმატოთ არაყი და სალიცილის მჟავა, ნარევი კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა დავიდოთ თავზე და გავიკეთოთ თავის კანის მასაჟი 10 წთ - ის განმავლობაში. შემოვიხვიოთ თავზე ბამბის ქსოვილი, დავიხუროთ ზემოდან ცელოფნის ქუდი და შევიხვიოთ პირსახოცით. გავიჩეროთ 15 წთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და დავიბანოთ შამპუნით.
პროცედურა ჩავიტაროთ კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.