ასევე მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევები.
ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლაში ხალხური მედიცინა მოგვეხმარება:
რეცეპტი 1
ყოველდღე, დილით და საღამოს, უზმოზე, დავლიოთ 1 ჩაის კოვზი შავბალახას წვენი. წვენის დალევა უნდა დავიწყოთ თვიურების დამთავრებისთანავე და დავლიოთ 12 დღის განმავლობაში.
რეცეპტი 2
1 სუფრის კოვზი გუგულის ყვავილის ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შევფუთოთ და დავაყენოთ 2 საათით. გავფილტროთ და დავლიოთ როგორც ჩაი. დღეში 3-ჯერ.
რეცეპტი 3
2 ჩაის კოვზი მიხელტას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შევფუთოთ და დავაყენოთ 2 საათით.
გავფილტროთ და მივიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
რეცეპტი 4
3-4 სუფრის კოვზი მატიტელას დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შევფუთოთ 4 საათით, გავფილტროთ. დავლიოთ ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 4-ჯერ, 1-2 ჭიქა.
რეცეპტი 5
1 ჩაის კოვზი სალბი, მოვხარშოთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, 30 წუთით დავაყენოთ, დავლიოთ დღეში 3-ჯერ 0,3 ჭიქა.
რეცეპტი 6
1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, დავაყენოთ, შევფუთოთ, 1 საათით. მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1-2 სუფრის კოვზი, 1-2 თვის განმავლობაში. ამ რეცეპტის გამოყენება შეიძლება, მამაკაცური უშვილობის დროსაც.