» » » ბაზარზე ნახევარი კილოგრამი ხაჭო და მწვანილების კონა შევიძინე. ოჯახის წევრები სამი დღე ამ კერძს ჭამდნენ!

ბაზარზე ნახევარი კილოგრამი ხაჭო და მწვანილების კონა შევიძინე. ოჯახის წევრები სამი დღე ამ კერძს ჭამდნენ!

აზიელი ხალხის სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ოსურ ტორტს ყველით და მწვანილით. მას ქალები ამზადებენ, რომლებიც კარგად ზელენ ცომს, შემდეგ კი ღუმელში აცხობენ. საბედნიეროდ, ეს შეუდარებელი კერძი შეგიძლიათ ჩვეულებრივ ღუმელშიც გამოაცხოთ. ამ არომატულ, გემრიელ კერძზე შეხედვით ვერ მიხვდებით, რომ ასე სწრაფად და მარტივად მზადდება! ცდუნებას ვერ გაუძლებთ...

"რჩევების" რედაქცია ტორტის რეცეპტს გიზიარებთ, რომელსაც მთელი ზაფხული დიდი სიამოვნებით მოამზადებთ!



ოსური პეროგი ყველით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 ჭიქა ფქვილი

  • 250 მლ კეფირი

  • 50 გრ კარაქი

  • 7 გრ მშრალი საფუარი

  • 0.5 ჩ/კ მარილი




ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200 გრ ხაჭო (შეგიძლიათ სულგუნი აიღოთ)

  • 300 გრ მწვანილი გემოვნებით (ოხრახუში, კამა, ჭარხლის ფოთლები)

  • 100 გრ არაჟანი

  • 50 გრ კარაქი



მომზადება

1. პირველ რიგში, ცომი მოამზადეთ. საფუარი 0,5 ჭიქა კეფირში გახსენით. ფქვილი და მარილი დიდ თასში ჩაყარეთ. აქვე კეფირი, საფუარი და დაქუცმაცებული კარაქი ჩაყარეთ. რბილი ცომი მოზილეთ, პირსახოცი გადააფარეთ და თბილ ადგილას 1,5 - 2 საათით გააჩერეთ. ცომი ორჯერ უფრო დიდი მოცულობის უნდა ამოვიდეს.



2. სანამ ცომი ამოდის, შიგთავსის მომზადებას შეუდექით. მწვანილი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. ახალი ყველი ხელით ან სახეხით გახეხეთ. თუ სულგუნი გიყვართ მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მწვანილი და ყველი ერთმანეთს აურიეთ, მიღებული მასა არაჟანს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მარილი და სანელებლები შიგთავსის ცომში ჩადების წინ მოაყარეთ. 



3. როცა ცომი ამოვა, მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და 1,5-2 სმ სისქის ცომი გაიყვანეთ. ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ.



4. ცომის ბოლოები ხელებით ცენტრისკენ შეკარით. 



5. ხელით პეროგის ზედაპირი გაათანაბრეთ, რომ მრგვალი ფორმა მიიღოთ. 



6. ცენტრში ცომს ხვრელი გაუკეთეთ, ასე ორთქლი გამოვა.



7. პეროგი 200 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ. როცა პეროგი მზად იქნება, ზემოდან კარაქი წაუსვით. მზადაა!



ასე პეროგი სუფრაზე შეგიძლიათ ცხელი ან გაგრილებული გაიტანოთ. ის ნებისმიერ დროს შეუდარებელია. 



ოსური კერძი ყველით და მწვანილით - ძალიან გემრიელია, თუმცა კალორიები მასში ძალიან ბევრია. შესანიშნავი კერძი!

მეგობრებისთვის მისი გაზიარება არ დაგავიწყდეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.