საკვების კალორიულობა ნელ-ნელა უნდა შეამციროთ, რომ ორგანიზმმა ცვლილებებთან შეგუება მოახერხოს, ეს გასახდომად საჭირო ზომად აღიქვით და არა როგორც საფრთხე.
როგორ დავიკლოთ ორგანიზმზე ზიანის მიყენების გარეშე
"რჩევების" რედაქცია დღიური რაციონიდან 500 კალორიის ამოღების რამდენიმე უსაფრთხო მეთოდს გთავაზობთ.
1. სენდვიჩი სალათად გადააქციეთ
ჩვენ ხშირად წასახემსებლად სენდვიჩს ან ფუნთუშას ვირჩევთ, შეცდომით ვფიქრობთ რომ ერთი ბუტერბროდი დღეში ჩვენ ფიგურაზე გავლენას ვერ მოახდენს. სინამდვილეში, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მავნე წახემსება შეიძლება ჩაანაცვლოთ სალათით რამდენიმე ხორბლის პურის ნაჭრით, რომელიც დანაყრების ისეთივე შეგრძნებას იძლევა, როგორც ჰოტ-დოგი. ეს ყველაფერი ჩვევაა.
2. ლატეს ნაცვლად ჩვეულებრივი ყავა რძის გარეშე დალიეთ
1 ლატე - 220 კალორია, თუ გავითვალისწინეთ თუ 1 კოვზ შაქარში რამდენი კალორიაა...
თუ ყავის დალევას ხართ მიჩვეული, დალიეთ სუფთა სახით მშრალ ხილთან ერთად შაქრის ნაცვლად. ჩვეულებრივი შავი ყავა მხოლოდ 2 კალორიას შეიცავს, რომელიც თქვენ სხეულზე გავლენას ვერ მოახდენს.
3. ნელ-ნელა დაღეჭეთ
ლუკმებს თუ ძალიან სწრაფად გადაყლაპავთ, ზედმეტ კალორიებს აიკიდებთ, რომლისგანაც არანაირი სარგებელი არ იქნება. ნელ-ნელა დაღეჭეთ, ასე დანაყრებას უფრო მალე იგრძნობთ, სანამ ჩვეულ პორცია საკვებს დაამთავრებთ.
4. გაზიანი სასმელი ლიმონიანი წყლით ჩაანაცვლეთ
ლიმონიანი წყალი წყურვილს უფრო კარგად მოგიკლავთ, ვიდრე გაზიანი. ასეთი ჩანაცვლება ზედმეტი 200 კალორიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
5. იყავით აქტიური
არაა აუცილებელი არ ჭამოთ, შეგიძლიათ ზედმეტი კალორია მარტივად დაწვათ. იარეთ ფეხით, სადაც ადრე ტრანსპორტით დადიოდით, ზედა სართულებზე კიბეებით ადით იმის ნაცვლად, რომ ლიფტი გამოიყენოთ.
6. ნეკნების ნაცვლად ფილე შეუკვეთეთ
ხორცის რესტორნები ერთი დიდი ცდუნებაა. აქ მეორე კერძის ძალიან ბევრი დელიკატესები არის - ბევრ ზეთში შემწვარი ხორცი. ყველა ეს ძალიან გემრიელია, მაგრამ კალორიულიც. მათ ნაცვლად უმჯობესია თუ ფილეს შეუკვეთავთ. თუ სახლში ამზადებთ, შეგიძლიათ კოტლეტები ორთქლზე შეწვათ ან ხორცი მოხარშოთ.
იგივე ეხება გარნირს. კარტოფილი ფრი დაუყონებლივ გვერდებზე დაგროვდება, პიურე კი შეუმჩნეველი დარჩება.
7. მინიმუმ 7-8 საათით დაიძინეთ
როგორ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ადამიანი ძილში კალორიებს წვავს. რაც უფრო ძლიერი ძილი, მით უფრო ეფექტურია ნივთიერებათა ცვლის პროცესი. დასვენების ნაკლებობა მეტაბოლიზმის პროცესს აფერხებს და უფრო მეტი ტკბილეულის ჭამის სურვილს გიჩენთ.
ნაკლები ძილის შემდეგ ადამიანს უფრო დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება, ვიდრე კარგი დასვენების შემდეგ, იმისათვის რომ აქტიურობისთვის ძალა ჰქონდეს.
8. მიირთვით სარკის წინ
სარკე გონებას აფხიზლებს. მასში სხეული და თეფშზე დადებული საკვები აირეკლება, რაც სხეულის მოცულობაზე და საკვების მოცულობას შორის პარალელის გავლების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ნაკლებს შეჭამთ.
9. ხორცი სოკოთი ჩაანაცვლეთ
თუ ნებისყოფა საშუალებას მოგცემთ ხორცზე საერთოდ უარი თქვით. სოკო ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ხორცის პროდუქტები, მაგრამ ასევე კარგად გვანაყრებს.
10. ხილი მთავარი საკვების მიღებამდე ჭამეთ
ისინი შიმშილის გრძნობას უფრო უკეთ ანაყრებენ, ვიდრე ჭამამდე 15 წუთით ადრე დალეული სუფთა წყალი. რასაკვირველია, ხილი თავად არის კალორიული, მაგრამ არც ისე რომ სხეულის ფორმებს ზიანი მიაყენოს. თუ თქვენ სადილობამდე ვაშლს ან კივის შეჭამთ, თავად სადილზე 300 კალორიით ნაკლებს მიირთმევთ.
ამ რჩევების დაცვით 1 თვეში ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე რამდენიმე კილოგრამს დაიკლებთ. თუ ამ ყველაფერს ფიზიკურ ვარჯიშსაც შევუთავსებთ, კიდევ უფრო მეტს დაიკლებთ. რჩევები თქვენს კედელზე შეინახეთ.