- სისხლნაკლებობით და ორგანიზმის დასუსტებით გამოწვეული თავის ტკივილის დროს მაგრად გავიკრათ თავი თავსაფრით და დავწვეთ ისე, რომ თავი და ფეხები ერთ დონეზე იყოს. დავლიოთ მაგარი ჩაი ან ყავა. სისხლნაკლებობის და ავიტამინოზის დროს დიდი რაოდენობით ვჭამოთ ვაშლი.
- გაციებას ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი. ამ დროს წაისვით მენთოლის ზეთი (სააფთიაქო პრეპარატია) შუბლზე, საფეთქლებზე, ყურების უკან, კეფაზე. კარგად ხსნის თავის ტკივილს დაავადების დასაწყისში. 2-3 დიამეტრის ზომის ლიმნის ქერქი ნამიანი მხრიდან მივიდოთ საფეთქლებზე და ასე გავაჩეროთ რამდენიმე ხანი. თუ კანზე სიწითლე შეამჩნიეთ, წაისვით ვაზელინი. შეიზლება ლიმნის კანი რბილობთან ერთად წავისვათ. თუ ავადმყოფს მაღალი ტემპერატურა აქვს, უმჯობესია რბილობი ოდნავ შევათბოთ.
სპეციალისტის კომენტარი:
ეს მოკლე რჩევები საკმაოდ ცნობილია, ასეთი მარტივი საშუალებები შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, უბრალოდ მოსინჯეთ და რომელიე აუცილებლად მოგიხდებათ.