იონჯა არის ერთ-ერთი ქლოროფილით ყველაზე მეტად მდიდარი მცენარე. იონჯას გამოყენება საკვებში ადამიანს აძლევს ძლიერ ჯანმრთელობას, ძალასა და ენერგიას ღრმა მოხუცობულობამდე. ამავე დროს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ ფენომენალურია.
ახალი იონჯას წვენი ძალიან ძლიერია, ამიტომ უმჯობესია მისი მიღება სტაფილოს წვენთან ნარევში. ამ შემთხვევაში წვენის სასარგებლო ზემოქმედება იზრდება, ყოველი მიღების დროს. შემჩნეულ იქნა, რომ ასეთი კომბინაცია კარგად ეხმარება ორგანიზმს გულის დაავადების ხშირ შემთხვევებში, ასევე სხვადასხვა არტერიული დაავადებების დროსაც.
ქლოროფილი ძლიერ ეფექტური საშუალებაა სუნთქვითი სისტემის დაავადებების, როგორც ფილტვების, ასევე ცხვირისა და ცხვირხახის ღრუების, ბრონქიალური და ასთმური დაავადებების დროს.
სტაფილოს, იონჯისა და ღორის ქადას (სალათის ერთ-ერთი სახეა) წვენების ნარევი შეიცავს აბსოლიტურად ყველა ნივთიერებას, რაც საჭიროა თმის ძირების კვებისთვის. ამ ნარევის ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს თმისა და თმის ძირების გაჯანსაღებას, ზრდას და ელასტიურობას, ზრდა მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპით.