- სასარგებლო ქოლესტერინს შეიცავს თევზის ცხიმიანი სახეობები. მაგალითად, თუნა, სკუმბრია. ამიტომ მიირთვით 100 გრამი ზღვის თევზი კვირაში ორჯერ.
- თხილი და კაკალი. ეს ძალზე ცხიმიანი პროდუქტებია, მაგრამ ეს ცხიმი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. რეკომენდებულია 30 გრამი კვირაში ხუთჯერ. ამავე დროს სამკურნალო მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ თხილი და კაკალი, არამედ ნუში, კედრის ნაყოფი. კარგად ამაღლებს "კარგი" ქოლესტერინის დონეს მზესუმზირა, ხელი. 30 გრამი, ეს არის დაახლოებით 7 ცალი კაკალი, ან 22 ნუში, ან 47 თხილი.
- მცენარეული ზეთებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ზეუთუნის, სოიის, სელის ზეთს, აგრეთვე ქუნჯუტის ზეთს. არაფერი შეწვათ ზეთში, იგი უკვე გამზადებულ საჭმელში ჩაამატეთ. სასარგებლოა ზეთისხილის, აგრეთვე სოიის ნებისმიერი პროდუქტის ჭამა. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, შეფუთულ პროდუქტს არ ეწეროს, რომ იგი გენმოდიფიცირებულ კოპონენტებს შეიცავს.
- "ცუდი" ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოსადევნად კარგია დღეში 25-35 გრამი უჯრედისი. მას შეიცავს მზესუმზირა, მწვანილი, ქატო, მარცვლეული. სვით ეს პროდუქტები უზმოზე 2-3 ჩაის კოვზი და ზედ აუცილებლად დააყოლეთ ჭიქა წყალი.
- არ დაგავიწყდეთ ვაშლი და სხვა პექტინის შემცველი ხილი. პექტინი ხელს უწყობს ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას სისხლძარღვებიდან. პექტინი ბევრია ციტრუსებში, მზესუმზირაში, ჭარხალში, საზამთროს ქერქში. ეს ძვირფასი პროდუქტი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს მძიმე ლითონების ტოქსინები და მარილები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაკეთილსაიმედო ეკოლოგიური პირობების დროს.
- ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოსადევნად შეუცვლელია წვენების თერაპია. ხილის წვენებიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ფორთოხლის, ანანასის, გრეიფრუტის (განსაკუთრებით ლიმონის წვენთან ერთად), აგრეთვე ვაშლის წვენი. ძალიან კარგია კენკრის წვენები. ბოსტნეულის წვენებიდან ხალხური მედიცინა გვთავაზობს ჭარხლისა და სტაფილოს ძლიერმოქმედ წვენებს. ოღონდ თუ თქვენი ღვიძლი იდეალურად არ ფუნქციონირებს, ჯობს დაიწყოთ სუფრის კოვზით.
- მომატებული ქოლესტერინის დროს კარგია მწვანე ჩაი, რომელიც ერთდროულად "ორ კურდღელს იჭერს"- ხელს უწყობს "კარგი" ქოლესტერინის მომატებას სისხლში და ამცირებს "ცუდის" რაოდენობას. ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ გამოიყენოთ მინერალური წყლებიც.
მცენარე, რომელიც ძალზე წარმატებით ებრძვის ქოლესტერინს, არის ჭინჭარი. მიირთვით იგი ყოველგვარი სახით.
მეცნიერული ფაქტი
საინტერესო რამ აღმოაჩინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა: ადამიანთა 30 პროცენტს აქვს გენი, რომელიც ზრდის "კარგი" ქოლესტერინის რაოდენობას. ამ გენის გამოსაღვიძებლად საჭიროა არც ისე ძნელი რამ -ყოველ 4-5 საათში ერთსა და იმავე საათებში კვება.