ამ დაავადებასთან ბრძოლაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა:
რეცეპტი 1
ყოველ დღე, ვჭამოთ რძეში მოხარშული სტაფილო 2-3-ჯერ დღეში. ეს მარტივი კერძი მივიღოთ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
რეცეპტი 2
ყოველდღიური მწვანე ხახვის მიღება ხელს უწყობს რძის წარმოქმნას.
რეცეპტი 3
ახლადმოწყვეტილი ჭინჭრის ფოთლებიდან გამოვწუროთ წვენი და შევურიოთ ანადუღარ წყალს პროპორციით 1:2, ავადუღოთ და დავტოვოთ გასაცივებლად. მივიღოთ 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს, 1-2 ჩაის კოვზი.
რეცპტი 4
მდუღარე წყალში (200 მლ) ჩავყაროთ 15 გრამი ოხრახუშის დაქუცმაცებული თესლები, ვადუღოთ 15 წუთი, მაშინვე გავფილტროთ. მივიღოთ ჭიქის 1/4 4-5 - ჯერ დღეში.
რეცეპტი 5
1 სუფრის კოვზი კვლიავის თესლები შევურიოთ 200 მლ არაჟანს, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 3 წუთი. მთლიანად დავლიოთ.
რეცეპტი 6
შევურიოთ თანაბარი ნაწილებით: ანისულის ნაყოფი, დიდი კამა. 5 გრამი ნარევს დავასხათ 1 ჭიქა არაჟანი, ავურიოთ და ჩავდოთ ღუმელში, ემალის ჭურჭელში, 15-20 წუთი. დღეში ერთხელ მივიღოთ, თბილი.
რეცეპტი 7
1 სუფრის კოვზი კამას გამხმარ ნაყოფებს დავასხათ 1 ჭიქა ცხელი რძე. როდესაც ნაყენი გაცივდება, გავფილტროთ. მივიღოთ 0,5 ჭიქა, ბავშვის კვებამდე 1 საათით ადრე.
რეცეპტი 8
შევურიოთ თანაბარი ნაწილებით კამას ბალახი და თავშავას ბალახი. დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 20 გრამი ნარევს, დავაყენოთ, გავფილტროთ, შევფუთოთ 2 საათი. მივიღოთ ერთი დღის განმავლობაში, დავყოთ 2 მიღებაზე.