მსოფლიოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი მუდმივად ეკოლოგიურად არასასურველ ზონებში ცხოვრობს. ეს ფაქტი ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებასა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.
ნაკრები 1
ერთმანეთს შევურიოთ 2 წილი დედოფლისთითას ბალახი, 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი, ბარამბოს ბალახი, ჟოლოს და მაყვლის ფოთლები.
მომზადების წესი:
3 ს/კ ნარევს დავასხათ 500 მლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 2 სთ-ით, გავწუროთ და მივიღოთ 4 ს/კ 2-ჯერ დღეში.
ნაკრები 2
რეკომენდებულია ასთენიური სინდრომის დროს.
ერთმანეთს შევურიოთ 1 წილი არყის ხის ფოთლები, მაყვლის ფოთლები, ჭინჭრის ფოთლები, თეთრი მარწყვბალახას ბალახი და ბარამბოს ბალახი.
მომზადების წესი:
2 ს/კ ნარევს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 20 წუთი. მივიღოთ 2 ს/კ 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად, 2-ჯერ დღეში.
ნაკრები 3
რეკომენდებულია ასთენიის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს. ერთმანეთს შევურიოთ 4 წილი ბაბუაწვერას ფესვები, ასკილის ნაყოფი, 2 წილი ორფერის ბალახი, 3 წილი კუნელის ნაყოფი და ვარდკაჭაჭას ძირები.
მომზადების წესი:
2 ს/კ ნარევს დავუმატოთ 300 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 10 წთ. დავაყენოთ 2 სთ-ით, გავწუროთ და მივიღოთ თბილი ნაყენი 2 ს/კ ერთხელ დღეში, ჭამის შემდეგ.
აღნიშნული ნაყენი წინააღმდეგნაჩვენებია ჰიპერტონიის დროს.
ნაკრები 4
რეკომენდებულია ტოქსიკური ჩიყვით დაავადებული ავადმყოფებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ უძილობა, აღგზნებადობა.
ერთმანეთს შევურიოთ 4 წილი ლურჯი ძირწითელას ფესვები, 10 წილი შავბალახას ბალახი, 6 წილი კუნელის ყვავილი, 2 წილი ბარამბოს ბალახი, 1 წილი კვლიავი, სვიის გირჩები.
მომზადების წესი:
2 ს/კ ნარევს დავასხათ 100 მლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 20 წთ. მივიღოთ 2 ჩ/კ 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად, 4-ჯერ დღეში.