რაში მდგომარეობს ნიგვზის სამკურნალო ძალა? შევხედოთ მაგალითზე, 8 ყველაზე სასარგებლო კაკალი.
ნიგვზით მკურნალობა
1. ბერძნული კაკალი
ივნისი დადგა და ზაფხული თავისი უფლებებით უკვე შემოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა რძიანი ნიგოზი მოიმარაგოთ. მათგან ამზადებენ ნაყენებს, სამკურნალო სასმელებს, ჩაის ადუღებენ და ძალიან გემრიელ ჯემს ამზადებენ. მნიშვნელოვანია დრო სწორად შეარჩიოთ: ნიგოზი ყველაზე სასარგებლოა მაისის შუა პერიოდიდან ივნისის შუა რიცხვებამდე.
ახალი ნიგოზი სისხლს წმენდს და იმუნიტიტეტს ზრდის. ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი არის. ნაყოფში ასკორბინის მჟავა (როგორც წესი 2 500 მგ) მაშინ შედის, როცა მწვანე კაკალი არის ისე რბილი, რომ ნემსი შეგიძლია დაარჭოთ.
C ვიტამინის შემცველობით შავ მოცხარს 8-ჯერ და ციტრუსებს 50-ჯერ აღემატება. მწვანე ნიგოზში C ვიტამინის გარდა აღმოჩენილია, P, E და B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინოიდები, ასევე ფიტონციდები და ქინაქინა.
ახალგაზრდა, მწვანე ბერძნული კაკალი ნატურალური იოდის ღირებული წყაროა, რომელიც ორგანიზმში ამ ნივთიერების დეფიციტის აღსადგენად აუცილებელია. მწვანე ნიგვზის ნაყენის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისა და ღვიძლის დაავადების წარმოქმნას ხელს უშლის.
იმუნიტეტის გასაზრდელად სისხლის შემადგენლობის ნორმაში მოყვანისთვის თანაბარი პროპორციის დაქუცმაცებული ნიგოზი და თაფლი ერთმანეთს აურიეთ, მშრალ ქილაში მოათავსეთ, დააყენეთ დახურულ ჭურჭელში ბნელ ოთახში ერთი თვე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად მწვანე კაკლის 30 ნაყოფი აიღეთ და 70%-იანი 1 ლ სპირტი დაასხით. გააჩერეთ 2 კვირა ბნელ ოთახში, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზე.
შემდეგ გადაწურვა არ დაგავიწყდეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ. მწვანე კაკლის ნაყენი დიაბეტის, თირკმლის, შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს გიშველით. მას ასევე ნერვული სისტემის აშლილობის, ცუდი სისხლის მიმოქცევის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობის და პრევენციის მიზნით, ორგანიზმის ქოლესტერინისგან გასაწმენდად იყენებენ.
იტალიელები ტრადიციულად ჯანმრთელობას მოტკბო-მომწარო ლიქიორით ამყარებენ, რომელსაც მწვანე ნიგოზისგან "ნოჩინო" (Nocino) ამზადებენ. ნიგოზს ღამ 24-დან 25 ივნისამდე აგროვებენ.
იტალიელებისთვის მწვანე კაკლის შეგროვება ეროვნული დღესასწაული გახდა - წმინდა ჯოვანის დღე. მათ სწამთ, რომ სწორედ ამ დროს ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებებით მაქსიმალურად გაჯერებულია.
"ნოჩინო" საკვების მონელებაზე დადებით გავლენას ახდენს, სწორედ ამიტომ სუფრაზე მთავარი კერძის შემდეგ გამოაქვთ. ლიქიორს სუფთა სახით ღებულობენ, აგრილებენ 16-18°C, ჭიქის მოცულობა 30-60 ლ და ჩვეულებრივ არაფერს აყოლებენ. სურვილის შემთხვევაში იტალიურ ყველთან და ნაყინთან შესანიშნავი წყვილი იქნება.
2. კედრის კაკალი
კედრის კაკალი - თესლის საერთოდ გამოყენებული სახელია. ხშირად მას კედრის თესლს უწოდებენ (Pinus sibirica). ამასთან ნამდვილი კედრის თესლი საკვებად უვარგისია.
კედლის კაკალი პრაქტიკულად ყველა სახეობის შეუცვლელ ამინომჟავებს, ნახევრად გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს, А, В, С, D, Е, Р ვიტამინებს შეიცავს. კედრის კაკლის ბიოლოგიური ღირებულება მასში შემავალი დიდი რაოდენობით В1 და Е ვიტამინებით არის განპირობებული.
ხალხური მედიცინა კედრის კაკალს აქტიურად გამოიყენებს. მაგ., ციმბირის მოსახლეობა მას მარილების სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად თვლის.
კედლის კაკლის ნაყენს რევმატიზმის სახსრების, პოდაგრის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ავიტამინოზის დროს იყენებენ. დასრესილ ნიგოზს ნაჭუჭთან ერთად არაყს ასხამენ, 7 დღე აჩერებენ, წურავენ და 1,5-2 თვის განმავლობაში ღებულობენ.
ნაჭუჭი ტანინებით არის მდიდარი. მისგან ნაყენს და სასმელს ამზადებენ (2-3 ს/კ 1 ჭიქაზე). რომელსაც პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების და სხვა ორგანოების ანთების დროს იყენებენ. ლოსიონის სახით კანის დაავადების დროს.
დაქუცმაცებული ნაჭუჭი თაფლთან ერთად წყლულის დაავადების დროს სასარგებლოა. ხალხური მედიცინა მიიჩნევს, რომ კანის კიბოს, ეგზემას, ზოგადად კანის დაავადების დროს ნატურალური კედრის კაკლის და ზეთის გამოყენება მკურნალობაში ხელს შეგვიწყობს.
3. ნუში
მცირე ზომის 1 მუჭა ნუში ორგანიზმს მაგნიუმის დღიური ნორმის 25%-ს აწვდის. ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს ისეთი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა სელენა და E ვიტამინი, რომელთაც კაკალი შეიცავს.
ნუში ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა. კალციუმის, მაგნიუმის და B6 ვიტამინის კომბინაცია მათ გაძლიერებას ხელს უწყობს. 100 გრ ნუში კალციუმის დღიურ ნორმას შეიცავს, მის ათვისებას კი B6 ვიტამინი და მაგნიუმი ხელს უწყობს.
ნუშის რძე შეიძლება ძროხის რძის შემცვლელი იყოს, კერძოს მათში შემავალი კალციუმის რაოდენობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ძროხის რძის აუტანლობა აქვს.
ნუშის რძეს პნევმონიის, ოტიტის, ხველების, ბრონქული ასთმის დროს ღებულობენ. მისი დახმარებით მონელების პროცესი დარეგულირდება, სტომატიტს მოიშორებთ. ამისთვის შაქრის ნატეხზე 5-6 წვეთი ნუშის ზეთი საკმარისია.
4. ტყის კაკალი
ტყის კაკალი - 20 სახეობის თხილის ბუჩქნარის ნაყოფია. თხილის შემადგენლობა საშუალებას იძლევა გულის და სახსრების დაავადების დროს გამოვიყენოთ. მას წნევა ნორმაში მოჰყავს, ათეროსკლეროზისგან გვიცავს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ინსულტის და ინფარქტის განვითარების რისკს ამცირებს.
ტყის კაკალი რეკომენდებულია ბავშვებსა და მოხუცებში. ბავშვებისთვის დიდი რაოდენობით შემავალი ვიტამინების და მინერალების გამო არის სასარგებლო, ხოლო მოხუცებისთვის მასში შემავალი ანტიოქსიდანტების გამო, რომელიც სასიცოცხლო ძალებს აღადგენს და დაბერების პროცესს აფერხებს.
თხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენების გაფართოების, ნაკლები სისხლის, რადიკულიტის, პროსტათის, შარდსასქესო გზების დაავადების დროს. მასში შედის B და E ვიტამინები, ნატრიუმი, თუთია, რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და კობალტი.
თხილში ნახშირწყლები მცირე რაოდენობით არის, ამიტომ დიეტის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. პაკლიტაკსელი უნიკალური ნივთიერებაა, რომელსაც თხილი შეიცავს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება არის, რომელსაც შეუძლია სიმსივნის განვითარებას ხელი შეუშალოს. დაქუცმაცებული თხილის და თაფლის ნარევი რევმატიზმის და ნაკლების სისხლის დროს ძალიან კარგია.
ამასთან თხილის ჭარბი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, თუ სხეულის ფორმების შენარჩუნება გსურთ -მასში ცხიმები 70%-ია. სწორედ ამიტომ დღეში მაქსიმუმ 30 ცალი მიიღეთ. თხილის ქერქიც და ფოთლებიც კი სასარგებლოა. გამოიყენება ნევრალგიის, პროსტატის, სექსუალური იმპოტენციის მკურნალობისთვის. ამისთვის 1 ს/კ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დღეში 3-ჯერ, 1/3 ჭიქა ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ.
5. ფისტაშკები
ფისტაშკები ყველაზე მეტი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც კანის გაახალგაზრდავებაზე არის პასუხისმგებელი, ამასთან კაკლის სახეობებს შორის ლიდერია - ნამდვილი ბუნებრივი კოსმეტოლოგები.
სხვა კაკლებისგან განსხვავებით ფისტაშკში ბევრი ანტიოქსიდანტია, როგორიცაა ლიუტეინი, ბეტა-კაროტინი და E ვიტამინი. მათში A და C ვიტამინები მცირე რაოდენობით არის, მაგრამ B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობა ძალიან დიდია
მონოგაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც ფისტაშკები შეიცავს იმავე რაოდენობისაა, რამდენსაც ავოკადო შეიცავს. ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის მონაცემებით, ეს ნივთიერება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ქოლესტერინს თქვენის სიხლძარღვების დაზიანების საშუალებას არ აძლევს და ინფარქტის რისკსაც კი ამცირებს.
კალიუმი ფისტაშკის კიდევ ერთი ნივთიერება. "კლინიკური კვების ამერიკულ ჟურნალში" აკეთებენ დასკვნებს დღეში 10-20 ცალი ფისტაშკის მიღების, რომელიც სისხლის წნევის ნორმაში მოყვანასა და გულის ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
მათში მცირე კალორია და ცხიმი არის, ვიდრე სხვა კაკალში, რაც მას გემრიელ მისაყოლებლად აქცევს. მეცნიერები დარწმუნებული არიან, თუ რაციონის 20 %-ს ამ მწვანე კაკლით ჩავანაცვლებთ, სხეულის ფორმის გაზრდა არ გვემუქრება.
ღვიძლის, გასტრიტისა და კოლიტის დაავადებების დროს, ხალხური მედიცინა გირჩევთ: ფისტაშკები დააქუცმაცეთ და დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ მთავარი კერძის მიღებებს შორის მიიღეთ.
6. კაკალი პეკანი
პეკანი ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს მასში დიდი რაოდენობით შემავალი E ვიტამინით არის გამოწვეული, რომელიც არტერიას ანთებითი პროცესებიგან იცავს.
კაკალი პეკანის გამოყენებისას გამა-ტოკოფეროლების დონე იზრდება, რაც ქოლესტერინის რისკს ამცირებს. უნაყოფობის, ქრონიკული დაღლილობის და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ასეთ საშუალებას ამზადებენ: 1 ჭიქა კაკალს აქუცმაცებენ, შემდეგ 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, ურევენ. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ 1/4 ჭიქა.
ლონდონის სამეფო კოლეჯის და ნორვეგიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს მთელი რიგი კვლევები და კაკალს და სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს შორის კავშირი დაადგინეს.
820 ათასი მონაწილის მიერ მიღებული მონაცემები დაამუშავეს, 12 ათასი გულის დაავადების შემთხვევა, 9 ათასი ინსულტის, 18 600 გულ-სისხლძარღვით დაავადებული პაციენტების ისტორია, ასევე 19 ათასი კიბოს შემთხვევა შეისწავლეს.
საერთო შედეგი ასეთია: მუჭა კაკალი (20 გრ) დღეში ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეულ ნაადრევი სიკვდილის რისკს 22 %-ით ამცირებს.
ამ სამუშაოს მიხედვით, არაქისი და თხილი გულის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოდგება, მაგრამ მხოლოდ არაქისი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.
თავის მხრივ, მხოლოდ თხილი და ბერძნული ნიგოზი კიბოსგან გვიცავს. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კაკლის დღიური ნორმის გაზრდა დამატებით ეფექტს არ იძლევა, ამიტომ დღეში 20 გრ საკმარისია. მიირთვით კაკალი და იყავით ჯანმრთელი!