C ვიტამინით მდიდარი კაკლის ფოთლის ჩაი (50 გრამი 1 ლიტრ წყალზე) რეკომენდებულია კანის დაავადებების, ჭიების კუჭ-ნაწლავის, კატარის, ათეროსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლად; ფიტონციდური თვისებების წყალობით, იქ, სადაც კაკლის ხე დგას, ვერ მრვალდება ბუზი და ჩრჩილი; მთრიმლავი ნივთიერების წყალობით, კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას. შეიცავს რკინას, სპილენძს, კობალტს, თუთიას, ვიტამინ 6-ს, კალციუმს, ფოსფორს, ხელს უწყობს ზრდას, სასარგებლოა ანთების დროსაც; იოდით მდიდარი ნიგვზის წყლის ნახარში რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ.
ხალხური მედიცინის მიერ რეკომენდირებულია; კოლიტის დროს:
- პატარა მაიონეზის ქილაში ჩაყარეთ 3 ს/კ ნიგვზის უღელი შეავსეთ არყით თავდახურული გააჩერეთ ერთი კვირა. 10 წვეთი ნაყენი გახსენით 1 ს/კ წყალში და მიიღეთ 3-4-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსია 1-2 თვე.
შაქრის დონის დასაწევად (დიაბეტის დროს) 1 ჩ/ჭ წვრილად დაჭრილი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე - წყალი და თავდახურული გააჩერეთ 0,5 საათი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ისევ გააჩერეთ 6 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ.
ართრიტის დროს: - 2 ს/კ კაკლის წეგოს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი და ნაყენი წაისვით მტკივნეულ სახსრებზე.
ხალხურ მედიცინაში პოპულარულობით სარგებლობს ნორჩი ნაყოფისა და 100-160 გრადუსზე დისტირილებული ნავთის ნაყენი, რომელიც გამოიყენება არა მარტო სახსრების, არამედ მეტასტაზებისა და სიმსივნის სამკურნალოდ: - დაჭრილი ნორჩი კაკლით გაავსეთ მინის ქილა და პირამდე შეავსეთ დისტირილებული ნავთით. მჭიდროდ დახურული 21 დღე გააჩერეთ ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ ორფა მარლაში, ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ ბნელ ადგილას. თავდაპირველად მიიღეთ 5-6 წვეთი ნაყენი დილა-საღამოს და ყოველ დღე დაამატეთ თითო წვეთი, აიყვანეთ 15 წვეთამდე. გააგრძელეთ კიდევ 10 დღე 15 წვეთის მიღება, შემდეგ შემაცირეთ ყოველდღე თითო წვეთი და დაიყვანეთ 5 წვეთამდე. მკურნალობა გრძელდება ერთი თვე.